ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ ხარისხიან პროდუქციას. რატომ? 1) გადახდილი ფულით ხელფასს ვუხდით საქართველოს მოქალაქეს, 2) ვავითარებთ ადგილობრივ წარმოებას და 3) ვაძლიერებთ საქართველოს!
მთავარი > პროდუქცია > უნიკალური თუშური კარტოფილი 14-15 მარტს ნავთლუხის ბაზრის ტერიტორიაზე
თუშური კარტოფილი

უნიკალური თუშური კარტოფილი 14-15 მარტს ნავთლუხის ბაზრის ტერიტორიაზე

ქართულია & kar.ge-ა!

14-15 მარტს შანსი გაქვთ თბილისში, ნავთლუხის ბაზრის ტერიტორიაზე [საბითუმო ბაზრის ავტოსადგომზე] შეიძინოთ ზღვის დონიდან 2000 მეტრზე, ნატურალური მხოლოდ ბიოლოგიური სასუქით განებივრებული, მთის მკაცრი კლიმატის პირობებში მოყვანილი [აქ კოლორადოს ხოჭოც კი არ ჩნდება], ჩინებული საგემოვნო თვისებებით შემკობილი თუშური კარტოფილი.

ეს თუშური კარტოფილი 2014 წლის მოსავალია და ინახებოდა საწყობში სოფელ ქვემო ალვანში. საწყობი გარემონტდა ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში. პროგრამის ჩარჩოებში შეძენილ იქნა სატვირთო, ასევე უზრუნველყოფილი იყო კარტოფილის შენახვა, დახარისხების ხარჯები. ეს პირველი წელია როცა თუშეთის კარტოფილი ორგანიზებულად იქნა მთიდან ჩამოტანილი 3000 მეტრიან უღელტეხილზე, დასაწყობდა და გადის ფართო ბაზარზე. აქამდე კარტოფილი თელავის ბაზარზე შემოდგომასვე ბითუმად იყიდებოდა ცალკეული მეურნეების მიერ.

 

დეტალური ინფორმაციისთვის დაუკავშირდით მამუკა გაწირიძეს 577 10 18 75

მადლობა რომ კითხულობთ ამ ტექსტს. პატივი ვცეთ ქართულ წარმოებას და ვიყიდოთ ქართული წარმოების პროდუქცია, იმიტომ რომ ამით საკუთარ თავს ვეხმარებით.