ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ ხარისხიან პროდუქციას. რატომ? 1) გადახდილი ფულით ხელფასს ვუხდით საქართველოს მოქალაქეს, 2) ვავითარებთ ადგილობრივ წარმოებას და 3) ვაძლიერებთ საქართველოს!
თოლიას ნაყინი საოჯახო

თოლიას ნაყინი საოჯახო – ვანილი მარწყვის ჯემით … უგემრიელესია!

დღეს მინდა თოლიას საოჯახო ნაყინი – ვანილი მარწყვის ჯემით წარმოგიდგინოთ. 5,5 ლარი ღირს ქსელში. იყიდება პრაქტიკულად ყველგან. 0,5 ლიტრიანია და ბევრი რომ არ გავაგრძელო უგემრიელესია! თან პლომბირია, მე რომ მიყვარს ისეთი!

დამზადებულია რა თქმა უნდა რძის ფხვნილისგან … აბა ამდენი ნატურალური რძე, თან ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო სად მოიპოვება საქართველოში?! 100 გრამი პროდუქტი 210 კილოკალორიას შეიცავს, ასე რომ თუ ფიგურას უფრთხილდებით მაინცადამაინც არ მიეძალოთ.

მწარმოებელია ქართუ უნივერსალი. თოლია მისი ბრენდია. გამაკვირვა, რომ შეფუთვაზე ქვემოდან მიკრულ სტიკერზე მწარმოებლის ინფორმაციასთან ერთად პლასტიკის ჭურჭლის დამამზადებლის და მეტიც, შეფუთვის დიზაინერის ვებსაიტების მისამართებიც კი აქვთ მითითებული. ასეთი არაფერი მენახა აქამდე.

აუცილებლად იყიდეთ, გასინჯეთ და გაგვიზიარეთ თქვენი აზრი 🙂

 

PS

მოერიეთ სიზარმაცეს და ერთი-ორი სიტყვით მაინც გაგვამხნევეთ ქვემოთ კომენტარში 🙂 ჩვენც გვესიამოვნება ერთი-ორი კარგი სიტყვის მოსმენა 🙂 წინასწარ მადლობა!