ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ ხარისხიან პროდუქციას. რატომ? 1) გადახდილი ფულით ხელფასს ვუხდით საქართველოს მოქალაქეს, 2) ვავითარებთ ადგილობრივ წარმოებას და 3) ვაძლიერებთ საქართველოს!
მთავარი > სიახლე > თბილისური ბაზარი: რა დაგიჯდებათ აქ მონაწილეობა, როდის გიღირს და როდის არა?

თბილისური ბაზარი: რა დაგიჯდებათ აქ მონაწილეობა, როდის გიღირს და როდის არა?

თუ შაბათს ან კვირას ერთხელ მაინც ჩაივლით მოსწავლეთა სასახლის წინ მეტრო თავისუფლების მიმდებარედ, შეამჩნევთ თბილისურ ბაზარს. ყოველ შაბათ-კვირას აქ მცირე მწარმოებლების ნაწარმის გამოფენა გაყიდვაა. წლევანდელი სეზონი 6 აპრილს დაიწყო.

დღეს, 2019 წლის 21 აპრილს, ვესტუმრე და მონაწილეებსაც გავესაუბრე. თუ ერთი დღით მოინდომებთ აქ დადგომას 65 ლარის გადახდა მოგიწევთ, ორ დღეზე 120 ლარია გადასახდელი. თურმე ისეთი მოთხოვნა ყოფილა, რომ როტაციის პრინციპით ვდგავართო. ყველაზე საინტერესო ის იყო, რომ ვისაც არ ვესაუბრე მითხრა მიღირს აქ ყოფნაო.

გასაგებიცაა …  თუ გაქვს ისეთი ნაწარმი, რომელიც ძირითადში ტურისტზე და საშუალო ფენაზეა გათვლილი, ბევრს მცირე მწარმოებელს უღირს. დაათვალიერეთ რა იყო დღეს იქ და მიხვდებით თქვენ გიღირთ თუ არა იქ დადგომა. აქვე გეტყვით, რომ პროდუქციაზე ფასები არის ბევრ შემთხვევაში არარეალურად მაღალი …

აი ასეთი იყო თბილისური ბაზარი 2019 წლის 21 აპრილს, ბზობა დღეს

Posted by მოძრაობა KAR.GE on კვირა, 21 აპრილი, 2019

„თბილისური ბაზარი“ თბილისის მერიის დახმარებაა მცირე ბიზნესის მიმართ. ეს რომ კერძო ინიციატივა იყოს ვერ იცოცხლებდა, თავს ვერ შეინახავდა (ადგილის ქირა, ავეჯი, საორგანიზაციო და ა.შ. ხარჯი) და პირველივე მცდელობის შემდეგ მოკვდებოდა. ასე რომ მადლობა ვუთხრათ ამ საქმისთვის თბილისის მერიას.

PS

მცირე მწარმოებლებო, იხეირეთ სანამ არის ეს შესაძლებლობა.