ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ ხარისხიან პროდუქციას. რატომ? 1) გადახდილი ფულით ხელფასს ვუხდით საქართველოს მოქალაქეს, 2) ვავითარებთ ადგილობრივ წარმოებას და 3) ვაძლიერებთ საქართველოს!
მთავარი > პროდუქცია > თაფლი თაფლიკაცი – დამზადებულია ალავერდის ეპარქიაში
თაფლიკაცი

თაფლი თაფლიკაცი – დამზადებულია ალავერდის ეპარქიაში

26 მაისს კიდევ ერთი ქართული მარგალიტი აღმოვაჩინე – ალავერდის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე, საფუტკრე მეურნეობა თაფლიკაცი -ს მიერ დამზადებული თაფლი. მწარმოებელი კომპანია თაფლიკაცი. ხომ მაგარი სახელია? მე ძალიან მომწონს!

თაფლიკაცი მონაწილეობდა 26 მაისს რუსთაველის გამზირზე საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გამართულ ადგილობრივი წარმოების სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გამოფენა – გაყიდვაში. წარმოდგენილი იყო 4 ნაირსახეობის თაფლი, ფუტკრის რძე, ყვავილის მტვერი, დინდგელი და ცვილი. მსურველებს ჰქონდათ პროდუქტის დეგუსტაციის და ყიდვის საშუალება.

თუ აკვირდებით 350 გრამიანი შეფუთვაც რა ორიგინალურადაა გაფორმებული … ფასი 8 ლარი ჰქონდა გამოფენაზე. რაც მე სავაჭრო ობიექტებში დავდივარ არსად შემხვედრია. მე მგონი დროა მეტ დახლზე დაიდოს პროდუქტი და კამპანია გაიშალოს.

წარმატებას გისურვებთ მეგობრებო!