ქართულია & kar.ge-ა!
15 დღე გავიდა მას შემდეგ, რაც მეგა გამოწვევის ქართულია & kar.ge- ას ნაწილი გავხდი, არ მეგონა ავადმყოფობად თუ გადამექცეოდა მაღაზიის დახლებზე ქართული პროდუქტის ძებნა და ყოველი ახალი ქართული ნაწარმის აღმოჩენა ამხელა სიხარულს თუ მომგვრიდა.
დღევანდელი პროდუქტი არც ახალია და არც აღმოჩენაა, ეს არის ყველასთვის კარგად ნაცნობი ზედაზენის ლიმონათი. ჩემი ყურადღება მიიპყრო ეტიკეტზე აღნიშნულმა წარწერამ შაქარი 0% ანუ ლიმონათი არის დიაბეტური და დამზადებულია სპეციალური დამატკბობლებით, ასევე აღნიშნულია რომ ლიმონათი მზადდება 100%– ით ნატურალური არომატით.
მწარმოებელი: ლუდსახარში ზედაზენი, სს „ქართული ლუდის კომპანია“.
კომპანია სერთიფიცირებულია ISO 9001და ISO 22000 მიხედვით.
დაძებნეთ, იყიდეთ, გასინჯეთ და თქვენი აზრი გაგვიზიარეთ : )
მადლობა რომ კითხულობთ ამ ტექსტს. პატივი ვცეთ ქართულ წარმოებას და ვიყიდოთ ქართული წარმოების პროდუქცია, იმიტომ რომ ამით საკუთარ თავს ვეხმარებით.