ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ ხარისხიან პროდუქციას. რატომ? 1) გადახდილი ფულით ხელფასს ვუხდით საქართველოს მოქალაქეს, 2) ვავითარებთ ადგილობრივ წარმოებას და 3) ვაძლიერებთ საქართველოს!
მთავარი > ქართული & KAR.GE > იუმორი > ვინ უფრო მაგარია ვაჭრობაში?
ვინ უფრო მაგარია ვაჭრობაში?

ვინ უფრო მაგარია ვაჭრობაში?

არა‚ ძმაო‚ მეგრელები ვაჭრობისთვის არიან დაბადებულები … – ეუბნება რაჭველი სვანს
– სისულელეა! ვაჭრობა ყველას ძალიან კარგად შეუძლია…
– ა‚ ბატონო‚ ჩამოვიაროთ და შევამოწმოთ.

მივიდნენ გურულთან:
– ცაციასთვის თუ გაქვთ ყავის ჭიქები?
– სად გინახავთ‚ ძამია მაგნაირი ჭიქა… არ არსებობს… არაჩვეულებრივი ჭიქები გვაქვს აგერ, ყველანაირი – დაბალფასიანი‚ ხარისხიანი. ა‚ ბატონო‚ ნახეთ‚ აიჩიეთ ზომა‚ ფერი…

ახლა იმერელთან მივიდნენ:
– ცაციასთვის ყავის ჭიქა გვინდა საჩუქრად.
– მაგფერი არაფერი გამიგია‚ ძამა‚ მაგრამ, ა‚ „მადონას“ სერვიზი აიღე‚ პირდაპირ დუბაიდან ჩამომიტანეს‚ გერმანულიც მაქვს – თანამედროვე… ცალობითაც მაქვს…. იეფად მოგცემთ…

მივიდნენ მეგრელთან:
– ცაციასთვის ყავის ჭიქას ვეძებთ…
– ახლავე‚ პატენი… ეგ დეფიციტია‚ მაგრამ მე მაქვს…
ყველაზე ზემოთა თაროდან ჩამოიღო ყუთი, ამოიღო ჭიქა‚ შეაბრუნა‚ სახელური მარცხნივ მოუქცია და წინ დაუდგა…
– სპეციალურად ცაციებისთვის გამოუშვეს. სიახლეა‚ მაგრამ, ჩვენ პირდაპირი კავშირი გვაქვს‚ პირველი ხელი ვარ‚ პატენი… შეგიხვევთ‚ სასაჩუქრე უპაკოვკა – 50 თეთრი‚ მშვიდობაში მოიხმარეთ…

გადაიხადეს ძმაკაცებმა ფული…

– აბა‚ რას იტყვი‚ ხომ მართალი ვიყავი?
– ვაჭრობის რა გითხრა‚ მაგრამ, დიდი მოხერხებულები რომ არიან‚ კავშირები რომ აქვთ და მაგრად ჩალიჩობენ‚ ვხედავ…

🙂 🙂 🙂 🙂 🙂

 

** სურათზე მეგრელის პერსონაჟის ავტორია ზალიკო სულაკაური: http://zaliko.com/