ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ ხარისხიან პროდუქციას. რატომ? 1) გადახდილი ფულით ხელფასს ვუხდით საქართველოს მოქალაქეს, 2) ვავითარებთ ადგილობრივ წარმოებას და 3) ვაძლიერებთ საქართველოს!
მთავარი > სიახლე > იყიდის განათლების სამინისტრო ქართულ ვაშლს თუ …?

იყიდის განათლების სამინისტრო ქართულ ვაშლს თუ …?

მოგეხსენებათ სულ ახლახან გაჟღერდა თბილისის სკოლებში ყოველკვირეულად გაშლების დარიგების თაობაზე განათლების სამინისტროს ინიციატივის შესახებ. მცირე კომენტარი ამ თემასთან დაკავშირებით ჩვენგან:

 

იყიდის განათლების სამინისტრო ქართულ 🍎 თუ …?
150,000 ლარის ვაშლის დარიგებაზეა საუბარი კვირაში!!!
მცირე ანალიზი:
1.
2016 წლის მონაცემებით (geostat.ge) საქართველოში 564 ათასი 👦👧⛹️👫 მოსწავლე ფიქსირდება 2321 🏫 სკოლაში და ბოლო რამოდენიმე წლის განმავლობაში მოსწავლეთა საერთო რიცხვი სტაბილურად მერყეობს 550-570 ათასს შორის. დასათვლელად ავიღოთ 560 ათასი;
2.
თითო ნორმალური 🍏 წონა საშუალოდ 100 გრამია. კილოგრამში 10 ცალი ვაშლი. თუ სკოლებში ყველა მოსწავლეს დაურიგებენ კვირაში თითო ვაშლს, კვირაში 56 ტონა ვაშლი იქნება დასარიგებელი საქართველოს მასშტაბით;
3.
თუ გავითვალისწინებთ, რომ ოდნავ ნორმალური ვაშლი (რომ ზომაც რომ აქვს და მიჭყენტილიც არ არის) 1,5 ლარი ღირს ბაზარში, გამოდის რომ კვირაში მინიმუმ 56,000 * 1,5 = 84 ათასი ლარის ვაშლი იქნება დასარიგებელი. დავამატოთ ამას დანაკარგის %, შეფუთვა, 2321 სკოლაში მიტანის ლოგისტიკური ხარჯები, მომწოდებლის სხვა ხარჯები და ა.შ. და საერთო ხარჯი (ტენდერის გამოცხადების შემთხვევაში) კვირაში სავარაუდოდ 150,000-მდე გაიზრდება. კვირაში!!!
4.
უცნობია რეალურად აპირებს თუ არა და რამდენი ხნით აპირებს განათლების სამინისტრო ამ პროექტის განხორციელებას, მაგრამ უეჭველია ერთი: ქართული ვაშლი დიდი მოცულობით მხოლოდ 2 თვეზე ოდნავ მეტი თუ იქნება კიდევ, ანუ სადღაც 10 კვირა, ე.ი. სულ 1,500,000 ლარის ვაშლზეა საუბარი?

ეხლა დასკვნები:
1.
იმედია განათლების სამინისტრო ქართულ ვაშლს იყიდის და დასახარჯ ფულს ქართულ ნაწარმში დახარჯავს. ამ შემთხვევაში დახარჯული ფულის 80 % და მეტი ქართულ სოფელში მივა, ადგილობრივის დასაქმებას მოხმარდება, ფერმერული მეურნეობების განვითარებას მოხმარდება და ამ ქვეყნის სოფლის მეურნეობას გააძლიერებს;
2.
ხოლო თუ ეს ფული იმპორტულ ვაშლში დაიხარჯება, ფულის 80% ქვეყნიდან გაედინება, უცხო ქვეყნის მოქალაქეს დაასაქმებს, მის ბიზნესს განავითარებს და უცხო სახელმწიფოს გააძლიერებს … ქართულის ხარჯზე რა თქმა უნდა!!!

შეკითხვა თქვენ:
იყიდის განათლების სამინისტრო ქართულ ვაშლს?