ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ ხარისხიან პროდუქციას. რატომ? 1) გადახდილი ფულით ხელფასს ვუხდით საქართველოს მოქალაქეს, 2) ვავითარებთ ადგილობრივ წარმოებას და 3) ვაძლიერებთ საქართველოს!
მთავარი > მსოფლიო გამოცდილება > [ვიდეო] აი როგორ უნდა ეროვნული პროდუქციის რეკლამირება!
მოლდოვური ვაშლი

[ვიდეო] აი როგორ უნდა ეროვნული პროდუქციის რეკლამირება!

ვაშლი მოლდოვის სოფლის მეურნეობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროდუქტია. და არა მხოლოდ ვაშლი, ზოგადად ხილი. თუმცა აქცენტი ამ რეკლამაში ვაშლზე კეთდება, რომელიც იგი ადგილზეც მოიხმარება და ექსპორტზეც გადის. ცოტაც Google-ში გავისეირნე და უცებ ამოიყარა ბმულები თუ რა მწარედაა საქმე ვაშლის თემაში, რუსების მიერ 20 ტონა მოლდოვური ვაშლის საზღვარზე განადგურებიდან დაწყებული სხვადასხვა გამოწვევებით დამთავრებული.

ექსპორტი კარგია, მაგრამ შიდა ბაზარზე გაყიდვები კიდევ უფრო მნიშვნელოვანია – ეს კარგად ესმით მოლდოვაში. სწორედ ამის გამოძახილია ეს ვიდეო რეკლამა, რომლის მოწოდებისათვის ძალიან დიდი მადლობა ნატალია ბახტაძეენგლენდერ. მეგობრებო, რამე მსგავსი ჩაგივარდებათ ხელთ? გამომიგზავნეთ.