ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ ხარისხიან პროდუქციას. რატომ? 1) გადახდილი ფულით ხელფასს ვუხდით საქართველოს მოქალაქეს, 2) ვავითარებთ ადგილობრივ წარმოებას და 3) ვაძლიერებთ საქართველოს!
მთავარი > ექსპორტი > ვაშლის ძმარი – დუბაიში ექსპორტის შესაძლებლობა
ვაშლის ძმარი

ვაშლის ძმარი – დუბაიში ექსპორტის შესაძლებლობა

მოძრაობა kar.ge-ს დაუკავშირდა პიროვნება რომელმაც ფრიად საინტერესო შესაძლებლობის შესახებ მოგვაწოდა ინფორმაცია. თემა? ვაშლის ძმარი. წერილს გთავაზობთ უცვლელად:

„ჩვენი პარტნიორები დუბაიდან დაინტერესებული არიან ვაშლის ძმრის შეძენით. საერთო რაოდენობა – 40 ტონა (ერთი კონტეინერი) კასრებში. გთხოვთ შეგვატყობინოთ გაქვთ თუ არა დასახელებული პროდუქცია და მისი ფასი  SIF  და  FOB  პირობებში.”

თუ ვინმე ვაშლის ძმრის მწარმოებელს იცნობთ, აჰა შანსი … გამოიყენეთ!

წერილის ავტორს დაუკავშირდით ელექტრონული ფოსტით – temur.sordia@gmail.com