ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ ხარისხიან პროდუქციას. რატომ? 1) გადახდილი ფულით ხელფასს ვუხდით საქართველოს მოქალაქეს, 2) ვავითარებთ ადგილობრივ წარმოებას და 3) ვაძლიერებთ საქართველოს!
ვაშლარა - თაფლი და არაყი

ვაშლარა – უგემრიელესი ნატურალური თაფლი ვანის რაიონის სოფელ დიხაშხოდან

 

კოოპერატივი ვაშლარა – ამ ორი დღის წინ ეს სახელი რომ მომესმა, ვიგრძენი, რომ ადრეც მქონდა განაგონი, მაგრამ ვერაფრით გავიხსენე საიდან. ფოტოარქივი გადავქექე [ყველაფერს ვინახავ] და ევრიკა … აღმოვაჩინე! 2014 წლის 19-20 დეკემბერს, გუდვილში გამართულ გამოფენა-გაყიდვაზე – „აირჩიე ქართული“ ვიყავი სტუმრად და იქ გავიცანი ვაშლარა თავიანთი პროდუქციით. აი დასტურიც სახეზეა 🙂 ეს ფოტო ჩემი გადაღებულია და სწორედ რომ იმდროინდელია. მახსოვს ვაშლარას უგემრიელესი თაფლი გავსინჯე, მე მგონი აკაციის იყო, ღია ფერის, და ძალიან მომეწონა!

კოოპერატივი ვაშლარა ვანის რაიონში, სოფელ დიხაშხოში მდებარეობს და ძალიან მიხარია, რომ წინ მიიწევს და ვითარდება. დღეს გავიგე, რომ 200-მდე ოჯახი ფუტკარი ჰყოლიათ [ტყეში, დასახლებული პუნქტიდან 7-8 კილომეტრში], თან ENPARD-ს დაუფინანსებია. ENPARD-ის პარტნიორმა ორგანიზაციამ – მერსი ქორპსმა „ვაშლარა“-ს გაუწია ტექნიკური დახმარება სამთაბარო მანქანის (URAL 325), ფუტკრის გადასაყვანი ლაფეტის, 50 ფუტკრის ოჯახი, პრეპარატების და სხვა საჭირო აღჭურვილობის სახით. კოოპერატივში 11 წევრია. ისინი მანამდე 5 წელი თანამშრომლობდნენ და მეფუტკრეობის სფეროში მუშაობდნენ, მაგრამ მხოლოდ 2014 წელს დარეგისტრირდნენ კოოპერატივის სახით. მიზეზი მარტივია: 1) ძალე ერთობაშია, 2) გაერთიანებისას ხარჯი სერიოზულად იზოგება.

ეხლა მთავარი საქმე …

ვაშლარა აწარმოებს თაფლს, თაფლის არაყს, მეფუტკრეობის სხვა პროდუქტებს. ამ მომენტში გასაყიდად აქვთ თაფლი:

-აკაციის თაფლი – 1 კგ. 12 ლარი, სულ 2 ტონა;

-წაბლის თაფლი – 1 კგ. 16 ლარი, სულ 1 ტონა;

პირდაპირ დაუკავშირდით კოოპერატივის თავმჯდომარეს, ბნ. მინდია ქავთარაძეს ტელეფონზე – 598 10 71 65. თბილისში არსად იყიდება ამ მომენტში, მაგრამ მოგაწვდიან. თუ თქვენი სავაჭრო ობიექტი გაქვთ და თაფლის შეტანა გინდათ მთლად უკეთესი, აი შანსი!