ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ ხარისხიან პროდუქციას. რატომ? 1) გადახდილი ფულით ხელფასს ვუხდით საქართველოს მოქალაქეს, 2) ვავითარებთ ადგილობრივ წარმოებას და 3) ვაძლიერებთ საქართველოს!
მთავარი > პროდუქცია > ექსტრა – ჭურჭლის სარეცხი საშუალება [ქართული]- დღე #26, 30 დღიანი გამოწვევა
ექსტრა

ექსტრა – ჭურჭლის სარეცხი საშუალება [ქართული]- დღე #26, 30 დღიანი გამოწვევა

ცოტა ვინმეს წარმოუდგენია ასეთი რამ, მაგრამ ფაქტია … საქართველოში სარეცხი და საპრიალებელი საშუალებებიც იწარმოება. ეს არის კომპანია – მედა ბრაითი, რომელიც არა მხოლოდ 18-20 დეკემბერის გამოფენა-გაყიდვაზე იყო წარმოდგენილი ქარვასლაში, არამედ ჩვენსა და სავაჭრო & ბიზნეს ცენტრ ქარვასლას მიერ ორგანიზებულ პირველი გამოფენა-გაყიდვაშიც მონაწილეობდა, რომელიც 26-27 სექტემბერს ჩატარდა ქარვასლაში, ც. დადიანის #7-ში. დღეს კომპანიის წარმოებული ერთ-ერთი პროდუქტი მინდა გაგაცნოთ.

ექსტრა

ექსტრა ჭურჭლის სარეცხი საშუალებაა ხელით რეცხვისათვის. იგი ეფექტურია როგორც ცივ, ასევე ცხელ წყალში რეცხვისას. არ ტოვებს ლაქებს ჭურჭლის ზედაპირზე. ექსტრა ზუსტად ის სარეცხი საშუალებაა, რომელიც ჩემს სახლში ამ მომენტში გამოიყენება და უნდა ვთქვა, რომ ფასი და ხარისხის თანაფარდობა აქვს შესანიშნავი. ნახევარი ლიტრი 2 ლარი ღირს.

პრობლემა იმაშია, რომ ქსელში ჯერ არ არის, თუმცა ამ თემაზე მიმდინარეობს მუშაობა თავად კომპანიაში. ხოლო თუ თქვენ მოითხოვთ მედა ბრაითის წარმოებულ ექსტრას ქსელში, დარწმუნებული ვარ დაფაცურდებიან დისტრიბუტორები და მარკეტების მეპატრონეები. ეს კი საქმეს დიდად წაადგება.

მოითხოვეთ ქართული პროდუქტები. გახსოვდეთ, რომ ბაზარზე თქვენ – მყიდველი ხართ მეფე!