ქართულია & kar.ge-ა!
ვერც ლარი გვყავს ჯანზე და ადამიანებსაც გრიპმა და გაციებებმა დაგვრია ხელი. ჩვენი kar.ge გუნდის ნახევარიც დაფენილია სამწუხაროდ. დიდხანს ვუძალიანდი, მაგრამ დღეს უკვე აშკარად შევატყე, რომ რაღაც უნდა შევაშველო …
ჰოდა ეფექტი ჩაიც აქვეა. პირველად ეფექტი ჩაი ჯერ კიდევ ჩემი დეკემბერის გამოწვევისას გამოვიყენე და მაშინ მიშველა, 1-ზე მეტი არ დამილევია [არადა 2 ვიყიდე]. ეხლაც მივირთვი ის შემორჩენილი, თუმცა არ ვაკმარე და ლიმონ-თაფლ-ნივრიანი ნაყენიც მოვამზადე. ნაყენს სუნის გამო ვერავინ ეკარება ოჯახში, სამაგიეროდ ეფექტური ნამდვილად არის.
რატომ უნდა იყიდოთ ეფექტი ჩაი:
- ეფექტურია, საკუთარი გამოცდილებიდან ვამბობ;
- საქართველოშია წარმოებული;
ეფექტი ჩაი იწარმოება საქართველოში. მწარმოებელი არის ავერსი რაციონალი. ავერსის ვებსაიტზე ეფექტი ჩაის დეტალური დახასიათება დევს. Facebook გვერდიც მწყობრშია.
გასულ დეკემბერში 92 თეთრი ღირდა ცალი. ეხლა ხომ არ იცით რა ღირს?
KAR.GE