ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ ხარისხიან პროდუქციას. რატომ? 1) გადახდილი ფულით ხელფასს ვუხდით საქართველოს მოქალაქეს, 2) ვავითარებთ ადგილობრივ წარმოებას და 3) ვაძლიერებთ საქართველოს!
მთავარი > სიახლე > #ესპროდუქციაჩვენია – 1 მაისს მოძრაობა KAR.GE ერთთვიან ტრადიციულ კამპანიას იწყებს

#ესპროდუქციაჩვენია – 1 მაისს მოძრაობა KAR.GE ერთთვიან ტრადიციულ კამპანიას იწყებს

დამოუკიდებლობის დღესასწაული – 26 მაისი ახლოვდება …
მაისში ბევრი ფესტივალია …
პოზიტიური განწყობა მთელ თქვეს მიუყვება …

სწორედ ამიტომაც, მთელი მაისის პერიოდში მოძრაობა KAR.GE გავაკეთებთ კამპანიას “#ესპროდუქციაჩვენია”. მით უმეტეს, რომ შარშანდელმა ანალოგიურმა კამპანიამ შედეგების მიხედვით ყოველგვარ მოლოგინს გადააჭარბა.

როგორ წარმოვაჩენთ ქართულ ნაწარმს?

1. FB Live ვიდეო საწარმოებიდან და ქართული ნაწარმის გაყიდვის წერტილებიდან;
2. პოსტერების კამპანია – “ეს პროდუქცია ჩვენია”;
3. KAR.GE კატალოგის პროდუქციის წარმოჩენა;
4. პროდუქციის შესყიდვები და წარმოჩენა;

ორი მიზანი გვაქვს:

1. პირველ რიგში რა თქმა უნდა კიდევ ერთხელ ვუთხრათ ჩვენს მომხმარებლებს, რომ თქვენს ხელში არის ძალა – თქვენი ფული და რაშიც დახარჯავთ, იმას განავითარებთ. დახარჯავთ ქართულში? ე.ი. დაასაქმებთ საქართველოში, განავითარებთ ადგილობრივ წარმოებას და გააძლიერებთ ქვეყანას!
2. რა თქმა უნდა მხარს დავუჭერთ საამაყო ადგილობრივ მწარმოებლებს, დიდსა თუ პატარას იმით, რომ წარმოვაჩენთ მათ ნაწარმს. საქართველოში უამრავი ძალიან მაგარი პროდუქტი იქმნება!

თქვენ რა შეგიძლიათ?

თუ ქართული ხარისხიანი ნაწარმის მყიდველი ბრძანდებით (რისთვისაც დიდი მადლობა), იყიდეთ საჯაროდ და სხვასაც მოუწოდეთ გააკეთოს იგივე 🙂 ვინაიდან ქართული ნაწარმი მართლაც საუკეთესოა!