ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ ხარისხიან პროდუქციას. რატომ? 1) გადახდილი ფულით ხელფასს ვუხდით საქართველოს მოქალაქეს, 2) ვავითარებთ ადგილობრივ წარმოებას და 3) ვაძლიერებთ საქართველოს!
მთავარი > მოძრაობა kar.ge > ანონსი: ეროვნული 30 დღიანი გამოწვევა, 1-30 ივნისი, 2016

ანონსი: ეროვნული 30 დღიანი გამოწვევა, 1-30 ივნისი, 2016

პატრიოტი ხარ?
შევამოწმოთ?

2015 წელს საქართველო ისევ კატასტროფულად გაღარიბდა. ამჯერადაც იმპორტმა [7,72+ მილიარდი USD] მნიშვნელოვნად გადააჭარბა ექსპორტიდან [2.2+ მილიარდი USD], ტურიზმიდან [1.95+ მილიარდი USD], ინვესტიციებიდან [1.8 მილიარდი USD] და თანამემამულეთა გადმორიცხვებიდან [1.04 მილიარდი USD] ჯამურ შემოსულობებს. უკვე მრავალი წელია საქართველოში დოვლათი ისევე „გროვდება“, როგორც წყალი საცერში! შედეგად კი ვიმკით „საამაყო“ 3% ეკონომიკურ ზრდას, 3.7 მილიონამდე შემცირებულ მოსახლეობას, უმწვავეს სიღარიბეს და უპერსპექტივობას! ვინ ზარალდება ამით? რა თქმა უნდა თქვენ და მე, ქართული ბიზნესი და მთლიანად ქვეყანის განვითარება. ჩემთვის ეს კატეგორიულად მიუღებელია!

თუმცა, გამოსავალი არსებობს … თუ ჩვენ გვინდა მეტი დასაქმება, მეტი შემოსავალი და ქვეყნის ეკონომიკური წინსვლა, მაშინ უნდა ვიყიდოთ ქართული წარმოების პროდუქცია სადაც კი შესაძლებელია და გავაკეთოთ ეს საჯაროდ! სწორედ ამიტომ პირველი 30 დღიანი გამოწვევა მე 2014 წლის 1-30 დეკემბერის პერიოდში გავაკეთე. მეორე, უკვე 30 დღიანი მასშტაბური მეგა გამოწვევა ათმა თანამოაზრემ 2015 წლის თებერვალ-მარტში გავაკეთეთ. მესამე კი 2015 წლის 1-30 დეკემბრის პერიოდში უკვე მასშტაბურად, 100-ზე მეტი ადამიანის ჩართულობით გავაკეთეთ.

გთავაზობ ჩაერთო რიგით მე-4 ეროვნულ 30 დღიანი გამოწვევაში

1 ივნისიდან მე ვიწყებ 30 დღიან გამოწვევას – “მე ვყიდულობ ქართულს!“ და გიწვევ შენც ჩაერთო, 1-30 ივნისის პერიოდში ყოველ დღე იყიდო ქართული წარმოების პროდუქცია და მაგალითი მისცე სხვებს გააკეთონ იგივე. გადადგი კონკრეტული ნაბიჯი საკუთარი თავისთვის და ქვეყნისთვის, იმიტომ რომ შენი ქვეყანა თვითონ ხარ!

რას გპირდები?

მე ვთვლი, რომ დღეს ყველაზე დიდი პატრიოტიზმია იყიდო ქართული წარმოების პროდუქცია. გპირდები მხოლოდ ნამდვილ ქართულ საქმეში მონაწილეობას, რომლის შედეგებითაც იამაყებ.

კონკრეტულად რას გავაკეთებთ 1-30 ივნისის პერიოდში?

ნაბიჯი 1:
ყოველ დღე 22:00-ზე მე https://kar.ge-ზე დავდებ ერთი კონკრეტული ქართული ბრენდული პროდუქტის მიმოხილვით სტატიას, რომელსაც აქტიურად გავაზიარებ Facebook-ზე.

ნაბიჯი 2:
იმავე დღეს ან მეორე დილით გამოწვევის მონაწილეები ნახავთ რა გამოწვევის პროდუქტის სტატიას, შედიხართ პროდუქტის სტატიის გვერდზე [kar.ge-ზე] და მის ქვეშ Facebook კომენტარში ურთავთ თქვენს მიერ ნაყიდი ნებისმიერი ქართული ბრენდული პროდუქტის სურათს, უთითებთ ფასს და შეძენის ადგილს. საუბარია ქართულ პროდუქციაზე, რომელსაც ისედაც ყიდულობთ ხოლმე ყოველდღიურად ოჯახში. ოღონდ ამ შემთხვევაში უღებთ სურათს და აქვეყნებთ მას, რათა სხვებმაც დაინახონ ჩვენი ერთობლივი ქმედება.

მიიღებ გამოწვევას?

მაშინ:
1) მოძრაობა KAR.GE -ს Facebook გვერდზე PM -ით გამომიგზავნე შენი მობილური და ელ.ფოსტა, და
2) დაწერე „ვიღებ გამოწვევას“ ქვემოთ FB კომენტარების ველში

[მობილური და ელ ფოსტა აუცილებლად გვჭირდება დამატებითი ინფორმაციის მოსაწოდებლად]