ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ ხარისხიან პროდუქციას. რატომ? 1) გადახდილი ფულით ხელფასს ვუხდით საქართველოს მოქალაქეს, 2) ვავითარებთ ადგილობრივ წარმოებას და 3) ვაძლიერებთ საქართველოს!
ენერგეტიკუკლი სასმელი energetikuli sasmeli
ენერგეტიკუკლი სასმელი energetikuli sasmeli

პირველი ქართული ენერგეტიკული სასმელი

ქართულია & kar.ge-ა!

გადატვირთული სამუშაო დღეების და  უძილო ღამეების შემდეგ ყოველთვის ვეტანები ენერგეტიკულ სასმელს, რომ არ დავარდე 🙂 მართალია არც ისე სასარგებლოა ეს ორგანიზმისთვის, თუმცა ეფექტი ნამდვილად აქვს! როცა გადაიღლებით სცადეთ და თავად დარწმუნდებით, რომ ეს ჯადოსნური ქართული სასმელი თქვენი ენერგიის მოზღვავებაზე ნამდვილად ზრუნავს!!! ოდნავ ჩამორჩება უცხოური წარმოების მსგავს სასმელებს გემოთი, თუმცა არც იმდენად, რომ არჩევანის დროს უპირატესობა მას არ მიანიჭოთ.

პირველი ქართული ენერგეტიკული სასმელი WILDER-ა. მას სს „ქართული ლუდის კომპანია” ამზადებს ლუდსახარშ „ზედაზენში”.

მსოფლიო ბაზარზე ენერგეტიკული სასმელები 80-იან წლების დასაწყისიდან გაჩნდა, საქართველოში კი,  ის ჯერ ახალი ხილია. მართალია ნედლეული არაა ქართული და მას მწარმოებელი კომპანია  მსოფლიოში უდიდესი ენერგეტიკული სასმელების ნედლეულის მწარმოებელი კომპანია “ესარომი” აწვდის, მაგრამ მასში ქართული წყალია, ქართველი მუშახელია დასაქმებული მისი მზადების პროცესში და ამიტომ მიმაჩნია, რომ თუ ჯერი ენერგეტიკული სასმელის ყიდვაზეა – შევარჩიოთ ქართულია & kar.ge.

მწარმოებელი კომპანიის ვებ  გვერდი, რომელიც ფუნქციონირებს, ინფორმაციას კი მიიღებ მაგრამ ვფიქრობ კომპანიის ამიციებთან შედარებით ძალიან მოკრძალებული და მოძველებულია, აი ფეისბუქის გვერდს  რაც შეეხება ნამდვილად არის ის აქტიური, ინფორმაციული, განახლებული!

 

დაძებნეთ, იყიდეთ, გასინჯეთ და თქვენი აზრი გაგვიზიარეთ : )

მადლობა რომ კითხულობთ ამ ტექსტს. პატივი ვცეთ ქართულ წარმოებას და ვიყიდოთ ქართულიწარმოებისპროდუქცია, იმიტომ რომ ამით საკუთარ თავს ვეხმარებით.