ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ ხარისხიან პროდუქციას. რატომ? 1) გადახდილი ფულით ხელფასს ვუხდით საქართველოს მოქალაქეს, 2) ვავითარებთ ადგილობრივ წარმოებას და 3) ვაძლიერებთ საქართველოს!
მთავარი > პროდუქცია > ეკონომი, დღე #23

ეკონომი, დღე #23

ეროვნული 30 დღიანი გამოწვევა – „მე ვყიდულობ ქართულს“ საქართველოში წარმოებული ხარისხიანი პროდუქციის პოპულარიზების მიზნით 1-30 ივნისის პერიოდში ტარდება და მასში ჩვენ, მომხმარებლები ვღებულობთ მონაწილეობას. ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ პროდუქციას და ჩვენი ამ ქმედების აფიშირებით მაგალითს ვაძლევთ ჩვენს ირგვლივ ადამიანებს, რომ გააკეთონ იგივე.

ეკონომი – აი კიდევ ერთი ქართული წარმოების ერთფენიანი ტუალეტის ქაღალდი, რომელიც აღმოვაჩინე. შევიძინე რამოდენიმე დღის წინ საბითუმოში, გლდანში, 40 თეთრად. რა უნდა ვიცოდეთ ამ პროდუქციის შესახებ?

  1. ეტიკეტით თუ ვიმსჯელებთ დამზადებულია ეკოლოგიურად სუფთა ნედლეულისგან ქიმიური დანამატების გარეშე;
  2. მწარმოებელია შპს „ეკო პეიპერი“, რომელიც ქიზიყის 12-ში მდებარეობს, თბილისში. ტელეფონი: 032 255 08 77;
  3. თავად ქაღალდი ერთფენოვანია, თხელია, მაგრამ ადვილად არ იფლითება [არ ვიცი ეს თვისება ზუსტად როგორ გამოვთქვა]. შენახვის ვადა განუსაზღვრელია;
  4. შემიძლია დავადასტურო, რომ ამ ფასში იმპორტულზე უკეთესი თუ არა, უარესი ნამდვილად არაა;
  5. და ვინაიდან და რადგანაც საქართველოში იწარმოება, საქმე საქმეზე რომ მიდგეს მე მგონი გვიჯიგრებენ და ჩვენთვის არასასურველი ადამიანის ფოტოთიც შევძლებთ პროდუქციის გამოშვებას … if you know what I mean ..

მოითხოვეთ ეკონომი!

მხოლოდ მაშინ, როცა მოვითხოვთ, სავაჭრო ობიექტების მეპატრონეები შეიტანენ პროდუქციას თავისთან. ეს კი საქმეს რეალურად წადგება