ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ ხარისხიან პროდუქციას. რატომ? 1) გადახდილი ფულით ხელფასს ვუხდით საქართველოს მოქალაქეს, 2) ვავითარებთ ადგილობრივ წარმოებას და 3) ვაძლიერებთ საქართველოს!
მთავარი > ანალიტიკა > მითი #3: ევროკავშირთან ასოცირება საზიანოა ქართული ეკონომიკის განვითარებისათვის?
მითები & ევროკავშირი

მითი #3: ევროკავშირთან ასოცირება საზიანოა ქართული ეკონომიკის განვითარებისათვის?

ეკონომიკის სტიმულირებისათვის აუცილებელია ახალი ბაზრების მოძიება, ან არსებული ბაზრის გაფართოება. ამჟამად საქართველოს ყველაზე მსხვილი საექსპორტო ბაზრებია დსთ-ს ქვეყნები, თუმცა დღეისათვის არსებული პოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე, ეს ბაზრები მეტად მყიფე და სარისკოა. მით უფრო ნაკლებია მათი გაზრდის და განვითარების შესაძლებლობა.

ევროკავშირის ქვეყნებთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება ის საშუალებაა, რომელიც აუცილებლად უნდა გამოიყენოს საქართველომ ეკონომიკის მასშტაბის გასაფართოებლად. მით უფრო, რომ ევროკავშირში აგრარული სექტორი ყველაზე მეტად რეგულირებული და ფინანსირებადი სექტორია და ასოცირების შეთანხმების გაფორმების შემდეგ, საქართველოც მოხვდება ეეაპ-ის დაფინანსების სფეროში. გარდა ამისა, ვფიქრობთ ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება დამატებითი სტიმული იქნება დარგში ინვესტიციების მოზიდვის კუთხით.

შესაბამისად დგება საჭიროება, რომ მოხდეს სტაბილური ბაზრების კიდევ უფრო განვითარება და გაზრდა. ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება და  DCFTA რეჟიმზე გადასვლა შესაძლოა ერთ-ერთი ასეთი შესაძლებლობაა.

შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ჩვენ დღესვე შეგვიძლია ევროკავშირში პროდუქციის ექსპორტირება და სწორედ ამიტომაა აუცილებელი ევროპული სტანდარტების შესაბამისი, მომხმარებელზე ორიენტირებული წარმოების განვითარება. ევროპელი მომხმარებელი გარკვეულია პროდუქციის ხარისხის სტანდარტებში და ცხოვრების დონის ზრდასთან ერთად, სულ უფრო მეტად იზრდება ეკოლოგიურად სუფთა კვების პროდუქტებზე მოთხოვნა. ეს კი არც თუ ისე სწრაფად ათვისებადი ბაზარია, რადგან სუფთა პროდუქციის მოყვანის რესურსი შეზღუდულია. ეს კი შესაძლოა კონკურენტულ უპირატესობად იქცეს საქართველოსათვის.

ბევრს ხარიხის სტანდარტების დანერგვაც აშინებს, ფიქრობს რომ ეს გააძვირებს კვების პროდუქტებს. შესაძლოა ზოგიერთი ტიპის პროდუქტის გაძვირება მართლაც გამოიწვიოს, მაგრამ მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების დანერგვა და შესაბამისი სტანდარტიზაციის სისტემა იმდენად ბევრ შესაძლებლობას გაუხსნის ქვეყანას ექსპორტის მიმართულებით, რომ ჩიტი ბრდღვნად, ნამდვილად ღირს.

მოვიდნენ და გვეუბნებიან, მოვალთ, გასწავლით და ფულსაც მოგემთ რომ გაკეთება ისწავლოთო… იქნებ ჯობს მივყვეთ მათ და მართლაც განვვითარდეთ და სიზარმაცის გამო არ ჩავრჩეთ მეოცე საუკუნის სტანდარტებში?