ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ ხარისხიან პროდუქციას. რატომ? 1) გადახდილი ფულით ხელფასს ვუხდით საქართველოს მოქალაქეს, 2) ვავითარებთ ადგილობრივ წარმოებას და 3) ვაძლიერებთ საქართველოს!
მთავარი > პროდუქცია > დღე #28 – ჩერი Gold, ქართული ყავა ჩერი

დღე #28 – ჩერი Gold, ქართული ყავა ჩერი

რამდენი არ ვეცადე …

რა კუთხიდან არ ვცადე …

რამდენჯერ არ ვცადე …

და მაინც …

წესიერი სელფი ვერ გადავიღე ამ პროდუქტთან …

[მარცხნიდან პირველზე ვსაუბრობ]

ოქროსფერი რომ ურევია ეტიკეტში ცუდად ირეკლავს და  …

ჰოდა 23-24 დეკემბერს ქარვასლაში გადაღებული სურათი გამოვიყენე ამ პოსტში …

შარშან დეკემბერში აღმოვაჩინე ყავა ჩერი პირველად და მას შემდეგ სულ მას მივირთმევ. 5 ლარზე ცოტა მეტი ღირს ბაზრობებზე.

მიირთვით ხარისხიანი ქართული ნაწარმი!

 

ინფორმაციისათვის:

#30დღიანიგამოწვევა #ძალაერთობაშია მოძრაობა KAR.GE-ს ინიციატივაა, რომელიც უკვე მეხუთედ ტარდება. დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ ნახოთ აქ.

იყიდე ნებისმიერი ქართული წარმოების ბრენდირებული ნაწარმი 1-30 დეკემბერის პერიოდში და გამოიწვიე შენი 3 Facebook მეგობარი. ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს, აძლიერებ ქართულ ბიზნესს და აძლიერებ საქართველოს!

გამოწვეულთ გაქვთ 24 საათი იმისათვის, რომ იყიდოთ საქართველოში წარმოებული ნებისმიერი ბრენდირებული ნაწარმი, გადაუღოთ სურათი, გამოაქვეყნოთ ფოტო თქვენს Facebook პროფილში და გამოიწვიოთ თქვენი 3 Facebook მეგობარი ამ ქართულ საქმეში!