ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ ხარისხიან პროდუქციას. რატომ? 1) გადახდილი ფულით ხელფასს ვუხდით საქართველოს მოქალაქეს, 2) ვავითარებთ ადგილობრივ წარმოებას და 3) ვაძლიერებთ საქართველოს!
მთავარი > KAR.GE მედიაში > ს. კორეული დოკუმენტური ფილმი საქართველოს შესახებ და KAR.GE კომენტარი

ს. კორეული დოკუმენტური ფილმი საქართველოს შესახებ და KAR.GE კომენტარი

საქართველო-კორეის ასოციციისა და World-OKTA-ს მხარდაჭერით კორეის რესპუბლიკის ჟურნალისტთა გადამღები ჯგუფის მიერ საქართველოს შესახებ დოკუმენტური ფილმი მზადდება.

საქართველოს ეკონომიკის პერსპექტივები …
საგარეო ვაჭრობა საქართველოში …
ქართული ეკონომიკის გამოწვევები დღეს …

მსგავსი ინტერვიუ ჩემთვის პირველი გამოცდილება იყო. ჩემი მოსაზრება ინტერვიუს სახით მივაწოდე კორეის რესპუბლიკის გადამღებ ჯგუფს, რომელიც საქართველოს შესახებ დოკუმენტურ ფილმს იღებს. საუბრის თემები … რა თქმა უნდა ყველაფერი ქართული და კარგი … ამ შესაძლებლობისათვის დიდი მადლობა საქართველო-კორეის ასოციციასა, World-OKTA-ს და პირადად Mr. Lee-ს.

თან რამოდენიმე სურათიც გადავიღეთ …
ფილმი რომ მზად იქნება, აუცილებლად განვათავსებთ აქვე …

მანამდე კი მხოლოდ იმას გეტყვით, რომ ვემზადებით IFFE2017-თვის – ფერმენტირებული საკვების საერთაშორისო ექსპოსთვის, რომელიც წელს ოქტომბრის ბოლოს სამხრეთ კორეაში გაიმართება. შარშანდელი მონაწილეობა დიდი გამოცდილება იყო ჩვენთვის. წლევანდელი ღონისძიებისათვის მზადება უკვე კარგა ხანია დაწყებული გვაქვს.