ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ ხარისხიან პროდუქციას. რატომ? 1) გადახდილი ფულით ხელფასს ვუხდით საქართველოს მოქალაქეს, 2) ვავითარებთ ადგილობრივ წარმოებას და 3) ვაძლიერებთ საქართველოს!
მთავარი > მოძრაობა kar.ge > მოძრაობა KAR.GE 22-24 დეკემბერს თბილისში გამართული დოკდოს კინოფესტივალის მხარდამჭერია

მოძრაობა KAR.GE 22-24 დეკემბერს თბილისში გამართული დოკდოს კინოფესტივალის მხარდამჭერია

22-24 დეკემბერს კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსი ფესტივალის “ულამაზესი კორეა”-ს მესამე ღონისძიებას უმასპინძლებს. ფესტივალის ფარგლებში ნაჩვენები იქნება არაერთი საინტერესო კორეული ფილმი (ქართული სუბტიტრებით), მოეწყობა დოკდოს ფოტოების გამოფენა, ფოტოზონა (სადაც სტუმრებს ადგილზე გადაღებული ფოტოების დაბეჭდვის საშუალება ექნებათ), კორეული კალიგრაფია, საქველმოქმედო აქცია და ასევე გათამაშდება საინტერესო კორეული სუვენირები.

ფესტივალის მასპინძლები არიან საქართველოს კორეული ასოციაცია, დოკდოს ფონდი, თავისუფალი უნივერსიტეტი. ფესტივალის მხარდამჭერები არიან კორეის რესპუბლიკის საერთაშორისო ფონდი, კორეის რესპუბლიკის საელჩო საქართველოში, კორეის კულტურის ცენტრი, მოძრაობა KAR.GE და  W-OKTA.

მოხარული ვართ, რომ მოძრაობა KAR.GE-ს თავისი წვლილი შეაქვს კორეელი და ქართველი ხალხების მეგობრობის განვითარების საქმეში.