ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ ხარისხიან პროდუქციას. რატომ? 1) გადახდილი ფულით ხელფასს ვუხდით საქართველოს მოქალაქეს, 2) ვავითარებთ ადგილობრივ წარმოებას და 3) ვაძლიერებთ საქართველოს!
მთავარი > პროდუქცია > დარბაისელი – ძველი ტრადიციული ქართული სამოსის ახალი სიცოცხლე
დარბაისელი

დარბაისელი – ძველი ტრადიციული ქართული სამოსის ახალი სიცოცხლე

ბოლო წლების მანძილზე გამართულ ყველა გამოფენა-გაყიდვას ვესწრები, მათ შორის ტრადიციული ქართული ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენებსაც. ბევრი სხვადასხვა ტიპის ხელნაკეთი ნივთი, ტანისამოსი და ა.შ. მინახავს და იშვიათად შემხვედრია ისეთი ორიგინალური ნამუშევარი, როგორიც არის დარბაისელი. ეს არის გათანამედროვებული ტიპის ყაბალახი, რომელიც შექმნილია ნატურალური ქსოვილით და ულამაზესი მაქმანების გამოყენებით.

ქ-ნი ქეთევან ჯინჭარაძის მიერ რამოდენიმე თვის წინ სულ რაღაც 200 ლარით დაწყებული ჰობი, დღეს უკვე საქმედ იქცა. ბრენდს კი ეწოდა “დარბაისელი”, სწორედ ამ დღიდან იწყება ძველი ტრადიციული ქართული სამოსის ახალი სიცოცხლე!

თავსაბურავი უძველესი ხანიდანვე ადამიანის სოციალური მდგომარეობის მაჩვენებელი ნიშანი გახლდათ. მის ფორმას განსაზღვრავდა გეოგრაფიული გარემო, სამეურნეო-ეკონომიკური პირობები და ეთნოგრაფიულ ერთეულთა კულტურულ-ისტორიული ტრადიციები. სწორედ აქედან წამოვიდა სახელწოდება. დღეს კი დარბაისელს ემუქრება გახდეს ახალი ტენდენციის ჩამოყალიბების ინიციატორი! ეს მნიშვნელოვანი პოზიციაა ქართველების გონებაში, რომელიც „დაკავებული“ არ არის!

რას ვგულისხმობ?
აი რას …
მამაკაცებისათვის „ქართულობის“ ხაზგასასმელად არის ჩოხა!
ქალბატონებისათვის რა ჩასაცმელი გახსენდებათ იგივე დანიშნულებით?

პროდუქცია იყიდება ონლაინ FB გვერდის მეშვეობით. ასევე განთავსებულია ebay-ზეც. სადაც ბევრი უცხოეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები დაანტერესა. შეგიძლიათ პირდაპირ დარეკოთ ტელეფონზე – 599 55 62 92 და დაელაპარაკოთ. შესაძლებელია ინდივიდუალური დიზაინით ყაბალახის დამზადებაც. კიდევ ერთი, დარბაისელში სააღდგომო ფასდაკლებაა 30-აპრილის ჩათვლით!

PS
გაქვთ შესანიშნავი შესაძლებლობა, აჩუქოთ ორიგინალური საჩუქარი თქვენს რჩეულ ქალბატონებს, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის!