ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
დამბალ ხაჭო

დამბალ ხაჭო გაგისინჯავთ? 3 მიზეზი, თუ რატომ უნდა გასინჯოთ

ქართულია & kar.ge-ა!

მე ერთი ჩვეულებრივი მომხმარებელი ვარ და ყველისმცოდნეობას ვერ დავიბრალებ; ყველის მხოლოდ ჭამა ვიცი! ცოტა ხნის წინ ტენილი ყველი ჩვენი kar.ge გუნდის წევრმა გასინჯა და შთაბეჭდილებები გაგვიზიარა. დღეს ჩემი რიგი დადგა – პირველად გავსინჯე ფშავური დამბალ ხაჭო. არ ვიცი ეს ყველი არის თუ ხაჭო, მაგრამ ამაზე სპეციალისტებმა იმსჯელეთ.

ეს მოხდა კაფე-ბარ ფშაურში. აქვე გეტყვით, რომ: კავშირიჩვენი ფშავიდა შპსსანათას სახლი” 20–22 თებერვალს, 13.00–21.00 საათამდე გიწვევენ კაფებარფშაურში” (თბილისი, ვაჟაფშაველას გამზ. 73) ყველიერის ტრადიციული კერძების, ფშაური ლექსის და სიმღერის დასაგემოვნებლად. Facebook ბმულიც აქვეა. თქვენც მიბრძანდით მეგობრებთან ერთად. თავი ფშავში გეგონებათ …

დამბალ ხაჭო ქ-ნი მარიამ ხუცურაულის დამსახურებით გავსინჯე. სურათი ჩემი გადაღებულია, მობილურით, ამიტომ ხარისხისათვის მომიტევეთ. დამბალ ხაჭოს დამზადების ტექნოლოგიის ჩემი მახსოვრობა იქვე ჩარტყმულმა 1 ჭიქა მაგარმა ქართულმა კონიაკმა და 1 ჭიქა დიდებულმა ქართულმა წითელმა ღვინომ შეიწირეს. მთავარი სხვაა: დამბალ ხაჭო გავსინჯე ალკოჰოლთან ერთად და ეს კომბინაცია ძალიან მომეწონა. ასევე გავსინჯე კეცზე მომზადებული ცხელი მდნარი დამბალ ხაჭო. ლავაშზე მიდის .. იფ … იფ … იფ …

ეს სურათი კი მწარმოებლის fb გვერდიდან ჩამოვტვირთე …

 

დამბალ ხაჭო

3 მიზეზი, თუ როგორ უნდა გასინჯოთ დამბალ ხაჭო დაუყოვნებლივ:

  1. დამბალ ხაჭო დელიკატესად ითვლება. მას მეტად ორიგინალური გემო აქვს, ოღონდ თუ გასინჯავთ, სათანადო ატრიბუტიკასთან ერთად [ალკოჰოლი] მიირთვით და გასინჯვის პროცესში ხუთივე [მეექვსეც] გრძნობა ჩართეთ;
  2. აუცილებლად გასინჯეთ მდნარ მდგომარეობაშიც, სულ სხვა გემო აქვს, მე ძალიან მომეწონა;
  3. 22 თებერვლამდე შეგიძლიათ მიხვიდეთ კაფე-ბარ ფშაურში. მის შემდეგ კი შეგიძლიათ ქ-ნ მარიამ ხუცურაულს დაუკავშირდეთ ან ყველის სახლში შეიძინოთ ყაზბეგის 20-ში;

დამბალი ხაჭოს ფასი ფასი კილოგრამზე 25 ლარიდან [თუ პირდაპირ იმ ოჯახიდან იყიდით, ვინც ამზადებს] 60 ლარამდეა ქალაქში, მაგრამ განსხვავებაა მწარმოებლების, ხარისხის და სავაჭრო ობიექტის მიხედვით.

 

თქვენ გაგისინჯავთ დამბალ ხაჭო? რა იცით მის შესახებ?

მადლობა რომ კითხულობთ ამ ტექსტს. პატივი ვცეთ ქართულ წარმოებას და ვიყიდოთ ქართული წარმოების პროდუქცია, იმიტომ რომ ამით საკუთარ თავს ვეხმარებით.