ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ ხარისხიან პროდუქციას. რატომ? 1) გადახდილი ფულით ხელფასს ვუხდით საქართველოს მოქალაქეს, 2) ვავითარებთ ადგილობრივ წარმოებას და 3) ვაძლიერებთ საქართველოს!
მთავარი > გამარჯვებული საქართველო > გზა დავულოცოთ GLORY-ს ჩემპიონს – დავით ქირიას 5 ივნისს, 22-ე GLORY-ზე
დავით ქირია

გზა დავულოცოთ GLORY-ს ჩემპიონს – დავით ქირიას 5 ივნისს, 22-ე GLORY-ზე

დავითის ამ დაუჯერებელი გამარჯვების შესახებ შარშან გავიგე და ძალიან გამიკვირდა მედიამ რატომ არ მიაქცია სათანადო ყურადღება. როგორც ჩანს ერთი ჩვეულებრივი ზუგდიდელი ბიჭის წარმატება „ეროვნულ მედიას“ მაინცადამაინც საინტერესოდ არ ეჩვენებოდა. არადა ეს იყო დავით ქირიას და საქართველოს ყველაზე დიდი გამარჯვება სპორტის ამ სახეობაში!

დავითმა დაამარცხა ნომერ პირველი სპორტსმენი ენდი რისტი და აიხდინა მისი დიდი ხნის ოცნება – გახდა მსოფლიოში ყველაზე დიდი ორგანიზაციის “Glory“-ს მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მფლობელი. საქართველოსთვის ეს ძალიან საამაყო ფაქტია, რადგან დავითი არამარტო პირველი ქართველი, არამედ პირველი სპორტსმენია პოსტსაბჭოური ქვეყნებიდან, რომელმაც მოიგო ასეთი დონის ტიტული და ჩამოიტანა საქართველოში. დავით ქირიას ეს ბრძოლა გაიმართა 2014 წლის 8 მარტს, ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში და ეს მისი ბრძოლა დასახელდა 2014 წლის საუკეთესო ბრძოლად.

ნახეთ ამ გამარჯვების ვიდეო … სპორტის ამ სახეობის მოყვარულები ნამდვილად ისიამოვნებთ. ასევე ნახეთ http://www.davitkiria.com/ და ოფიციალური Facebook გვერდი.

 

 

დღეს მე შემიძლია მინიმუმ ამ მოკლე სტატიით ხაზი გავუსვა ამ დიდი გამარჯვებას და მოდით 5 ივნისის ბრძოლებისკენ გზა დავულოცო დავითს!