ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ ხარისხიან პროდუქციას. რატომ? 1) გადახდილი ფულით ხელფასს ვუხდით საქართველოს მოქალაქეს, 2) ვავითარებთ ადგილობრივ წარმოებას და 3) ვაძლიერებთ საქართველოს!
მთავარი > პროდუქცია > დავით აღმაშენებელი

დავით აღმაშენებელი

ქართულია & kar.ge -ა!

„ხოლო მეფესა დავითს ამისთვის ეწოდა აღმაშენებელი, რამეთუ ოდეს იქმნა მეფედ, იყო ქუეყანა ესე სრულიად ოხერ; ამან განავსნა და აღაშენნა, რომელ აღარ ეტეოდა ამით, რამეთუ იყო მოშიში და მოყუარე ღვთისა, გლახაკთა, ქვრივთა და ობოლთა მოწყალე, სნეულთა თვითმსახური, ეკლესიათა, ქსენონთა მაშენებელი, სამღვდელოთა მოპატივე, წერილთა საღმრთოთა მოყვარე.“
ვახუშტი ბაგრატიონი

ჯარი

      გამომცემლობა „პალიტრა L”-მა საოცარი წიგნი გამოსცა – „დავით აღმაშენებელი“. ეს არის ძალიან მაგრად ილუსტრირებული ისტორიული წიგნი სპეცეფექტებით აღდგენილი მოვლენებით.

ამირსპასალარი

მე რათქმაუნდა არ მოგიყვებით წიგნის შინაარს, უბრალოდ გეტყვით, რომ მოძრავი ჩანართები ყველა გვერდზე და სპეცეფექტები ნამდვილად აცოცხლებს საქართველოს ისტორიის ყველაზე დიად და საამაყო ეპოქას.

გელათი

3D-ში გამოხატული დიდგორის ბრძოლა კი საოცრად ნათლად აღწერს მოვლენებს. შეიგლიძიათ გაეცნოთ როგორც ბრძოლის გეგმას, ასევე ნათლად დაინახოთ ბრძოლის მიმდინარეობა და განვითარება. (სამწუხარდ, დიდი მცდელობების მიუხედავად დიდგორის ბრძოლის ვიზუალის ასახვა ვერ შევძელი ფოტოზე).

ომები

წიგნი ყველა ასაკისთვისაა და არაა მხოლოდ საბავშვო. მე ვიტყოდი უფრო საყმაწვილო და შემდგომი ასაკისთთვის არის განკუთვნილი. ვფიქრობ ეს წიგნი ყველა ოჯახში უნდა იყოს. ესაა საუკეთესო გზა დავაინტერესოთ მომავალი თაობა ჩვენი ისტორიით.

იმოგზაურე დავით აღმაშენებლის ეპოქაში! გახდი დიდგორის ბრძოლის მონაწილე, თვალი მიადევნე როგორ შენდებოდა დავითის საქართველო!

დაძებნეთ, იყიდეთ, გასინჯეთ და თქვენი აზრი გაგვიზიარეთ : )

მადლობა რომ კითხულობთ ამ ტექსტს. პატივი ვცეთ ქართულ წარმოებას და ვიყიდოთ ქართული წარმოების პროდუქცია, იმიტომ რომ ამით საკუთარ თავს ვეხმარებით.