ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ ხარისხიან პროდუქციას. რატომ? 1) გადახდილი ფულით ხელფასს ვუხდით საქართველოს მოქალაქეს, 2) ვავითარებთ ადგილობრივ წარმოებას და 3) ვაძლიერებთ საქართველოს!
მთავარი > სიახლე > ანონსი: 5-6-7 ივლისს ბათუმში ერას მოედანზე “გურმან ფესტი” გეპატიჟებათ 😍

ანონსი: 5-6-7 ივლისს ბათუმში ერას მოედანზე “გურმან ფესტი” გეპატიჟებათ 😍

ხელნაკეთ ოსტატთა გილდიის ორგანიზებით 5-6-7 ივლისს ბათუმში ერას მოედანზე „გურმან ფესტი“ ტარდება. ეს ადგილი ფრიად დატვირთულია ტურისტებით და თუ სათანადო ნაწარმი გაქვთ, კარგი შანსია. მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია აწარმოებდე უნიკალური დიზანის ან/და კონცეფციის ხარისხიან პროდუქტს. ცხადია არასაკვებთან ერთად, საკვებიც აუცილებელია. აბა გურმან ფესტი ისე როგორ გამოვა?

მონაწილეობის მსურველებს გთავაზობთ დაუკავშირდეთ ქვემოთ მითითებულ საკონტაქტო პირს. დაგჭირდებათ ელექტრონულ ფოსტაზე გააგზავნოთ ნამუშევრები / ნაწარმის  ფოტო-ვიდეო მასალა, სოციალური ქსელის მისამართი (Facebook, Instagram), სახელი გვარი, საკონტაქტო ნომერი, მიკრო / მცირე მეწარმის ქონის შემთხვევაში საინდიფიკაციო ნომერი.

მოკლედ, 2 ივლისამდე გაქვთ დრო რეგისტრაციისათვის. საკონტაქტო პირია – ნინჩო ყურაშვილი (577 20 12 20, handmadeartistsguilds@gmail.com). ნუ გადადებთ, დაურეკეთ ეხლავე, დრო ცოტაა. ხელნაკეთი ნივთებისთვის მონაწილეობის საფასურია 120 ლარი (სრული 3 დღე), ხოლო კომპანიებისათვის 300 ლარი.

აი ასეთი იყო ორგანიზატორების მიერ შარშან ჩატარებული ფესტივალი, ოღონდ მაშინ თემაც და წარმოდგენილი პროდუქციაც ცოტა სხვა იყო. ეხლა კი როგორ მითხრეს სრულმასშტაბიანი „გურმან ფესტი“ იგეგმება 😍