ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ ხარისხიან პროდუქციას. რატომ? 1) გადახდილი ფულით ხელფასს ვუხდით საქართველოს მოქალაქეს, 2) ვავითარებთ ადგილობრივ წარმოებას და 3) ვაძლიერებთ საქართველოს!
მთავარი > სიახლე > გურიელი თავისუფალი საქართველოსთვის

გურიელი თავისუფალი საქართველოსთვის

გურიელი – ქართული ჩაის ინდუსტრიის ფლაგმანი!
ქართული კომპანია, რომელიც ერთ-ერთი გამორჩეულია ქართულ ბიზნეს სექტორში!

კომპანია, რომელიც საქართველოს პირველი რესპუბლიკის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით ბაზარზე უშვებს უნიკალურ ჩაის, რომელიც საქართველოს 10 კუთხის არომატით არის სავსე!

ჩაი საიუბილეო მხოლოდ 7,000 ცალი გამოვიდა და მისი შეძენა სულ მალე ქსელებში შეგეძლებათ!
სწორედ ამ ჩაის პრეზენტაცია შედგა დღეს მოსწავლეთა სასახლეში თბილისში.

გურიელის FB გვერდზე კი შეგიძლიათ იხილოთ 100 მოკლე ვიდეო, სადაც 100 ადამიანი თავის აზრს აფიქსირებს სამ მთავარ შეკითხვაზე 1) რას ნიშნავს იყო დამოუკიდებელი ქვეყნის მოქალაქე, 2) რა არის თავისუფლება და 3) რა იყო ჩემი პირველი დამოუკიდებელი ნაბიჯი.