ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ ხარისხიან პროდუქციას. რატომ? 1) გადახდილი ფულით ხელფასს ვუხდით საქართველოს მოქალაქეს, 2) ვავითარებთ ადგილობრივ წარმოებას და 3) ვაძლიერებთ საქართველოს!
მთავარი > პროდუქცია > “გუდა-გუდა” – ბალიში-თოჯინა. იცოდით ამის შესახებ?
GUDA GUDA გუდა გუდა

“გუდა-გუდა” – ბალიში-თოჯინა. იცოდით ამის შესახებ?

მულტიპლიკაციური ფილმის “მე წვიმად მოვალ” გმირის თოვლის გუნდას სათამაშო, მომღერალი ბალიშია რომელიც ღილაკზე თითის დაჭერის შემთხვევაში, “გუდა გუდას” სიმღერას იწყებს.

“გუდა-გუდა” ბალიში-თოჯინაა, სურათში ნაკლებად ჩანს, ისე კი ძალიან საყვარელია 🙂 მხიარული, დანახვისთანავე ბავშობაში დამაბრუნა, გული გამითბო <3

გუდა გუდა GUDA GUDA

 

უბრალოდ შეფუთვაზე ძალიან მწირი ინფორმაციაა, მხოლოდ ინტერნეტიდან შევიტყვე მწარმოებლის შესახებ. მიუხედავად ყველაფრისა მე მიხარია ქართული თოჯინა, ძალიან საყვარელი, ალბათ საბოლოო ჯამში შეფუთვასაც დახვეწენ. თოჯინის პრეზენტაცია “პალიტრა L” გააკეთა, თუმცა მე და ალბათ ჩემნაირად კიდევ ბევრმა დღეს შევიტყვე ამის შესახებ.

იმედია ეს პირველი ქართველი პერსონაჟი თოჯინა, პირველი და უკანასკნელი არ იქნება, იმედია ბევრი გმირი გაცოცხლდება ასეთი სახით.

მადლობა ყველას ვინც თუნდაც რამდენიმე წუთით ბავშვობაში დამაბრუნა. შეიძინეთ ქართული უსაყვარლესი მულტფილმის გმირი ფუმფულა გუდა -გუდა.