ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ ხარისხიან პროდუქციას. რატომ? 1) გადახდილი ფულით ხელფასს ვუხდით საქართველოს მოქალაქეს, 2) ვავითარებთ ადგილობრივ წარმოებას და 3) ვაძლიერებთ საქართველოს!
მთავარი > გამარჯვებული საქართველო > გილოცავთ! მეცოსოპრანო ნანა ძიძიგური იტალიაში პრესტიჟულ VOCI VERDIANE-ზე იმარჯვებს

გილოცავთ! მეცოსოპრანო ნანა ძიძიგური იტალიაში პრესტიჟულ VOCI VERDIANE-ზე იმარჯვებს

გამარჯვება, რომლითაც ვამაყოფთ!

ქართველი საოპერო მომღერალი, მეცოსოპრანო ნანა ძიძიგური იტალიაში პრესტიჟული საერთაშორისო საოპერო კონკურსის – VOCI VERDIANE-ს გამარჯვებული გახდა.

კონკურსი წელს 54-ე ჯერ ჩატარდა. მასში ათობით ქვეყნის წარმომადგენელი იღებდა მონაწილეობას. ნახევარფინალში 43 მომღერალი გადავიდა. 14 ფინალისტს შორის კი ნინოს გარდა კიდევ ერთი წარმატებული ბასი გიორგი ანდღულაძე მოხვდა.

1961 წელს დაარსებული ეს კონკურსი ახალგაზრდა ნიჭიერ მომღერლებს მაღალი საოპერო მწვერვალებისაკენ უხსნის გზას. ეს კი განსაკუთრებულ მნიშვნელობას სძენს ქართულ გამარჯვებას.

ესტუმრეთ VOCI VERDIANE-ს ოფიციალურ ვებსაიტს და ისიამოვნეთ პირველივე გვერდზე გამარჯვებულთა სიის სათავეში მოქცეული ჩვენი თანამემამულის წარმატებით!