ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ ხარისხიან პროდუქციას. რატომ? 1) გადახდილი ფულით ხელფასს ვუხდით საქართველოს მოქალაქეს, 2) ვავითარებთ ადგილობრივ წარმოებას და 3) ვაძლიერებთ საქართველოს!
მთავარი > გამარჯვებული საქართველო > გილოცავთ! დავით ქირია მეორედ დაეუფლა მსოფლიო ჩემპიონის ქამარს!

გილოცავთ! დავით ქირია მეორედ დაეუფლა მსოფლიო ჩემპიონის ქამარს!

დავით ქირიამ დღეს პარიზში გამართულ ფრანგული კიკბოქსინგის (სავატე) მსოფლიო ჩემპიონატზე ნახევარფინალში დიდი უპირატესობით დაამარცხა კარგად ცნობილი უკრაინელი მებრძოლი სერგეი კალიუბა, ხოლო ფინალში ასევე დიდი უპირატესობით დაამარცხა მოქმედი ჩემპიონი ფრანგი ლუდოვიკ ნასიბოუ და ფრანგულ კიკბოქსინგში დაეუფლა მსოფლიოს ჩემპიონის ქამარს!!!

დავითმა კიდევ ერთი ისტორიული გამარჯვება მოიპოვა. დავითი ამჟამად არის გლორის მსოფლიოს ჩემპიონი კიკბოქსინგში, მსოფლიოს ჩემპიონი ფრანგულ კიკბოქსინგში (სავატე) და ევროპის ჩემპიონი კარატეში!! ორთაბრძოლების სამ სხვადასხვა სახეობაში არის ჩემპიონი და ამით დაამტკიცა, რომ არის ყველა დროის ერთ-ერთი უძლიერესი მებრძოლი!

ვიდეო ნახეთ თავად დავითის FB გვერდზე