ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ ხარისხიან პროდუქციას. რატომ? 1) გადახდილი ფულით ხელფასს ვუხდით საქართველოს მოქალაქეს, 2) ვავითარებთ ადგილობრივ წარმოებას და 3) ვაძლიერებთ საქართველოს!
მთავარი > მსოფლიო გამოცდილება > გერმანიის მთავრობის TOP ინიციატივა: 1.2 მლრდ ევროს ინექცია ელექტრომობილების ინდუსტრიაში

გერმანიის მთავრობის TOP ინიციატივა: 1.2 მლრდ ევროს ინექცია ელექტრომობილების ინდუსტრიაში

ეს უნიკალური ფაქტი უკვე იმდენჯერ მაქვს მაგალითად მოყვანილი, რომ ვერ კი ჩამოვთვლი. და აი დღეს გადავწყვიტე, რომ სტატიის სახით დავდო როგორც მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა იქცეოდეს ჭკვიანი მთავრობა, როცა მიზანი არის დარგის, თან პროგრესის ზღვარზე მდგარი დარგის „სწორი“ სტიმულირება. ესეც სუბსიდიაა, მაგრამ დააკვირდით სქემას …

ამბავი 2016 წლის აპრილისაა …
და გერმანიაში მოხდა …
აი ნახეთ: წყარო 1, წყარო 2, წყარო 3

ა.წ. აპრილში გერმანიის მთავრობამ ანგელა მერკელის მეთაურობით დაანონსა პროგრამა, რომლის ფარგლებშიც აიღო 1,2 მილიარდი ევრო და უთხრა თავის მოქალაქეებს: იყიდეთ ელექტრომობილები და მე დაგიფინანსებთ ხარჯის 10%-მდეო. ვისი წარმოების ელექტრომობილები? აბა თუ მიხვდებით?

მიზანი:

  1. დეკადის ბოლომდე, ანუ 2020 წლამდე გერმანიის ტრასებზე 1 მილიონი ელექტრომობილის მიღება. დღეს იქ მხოლოდ 50,000-მდე ელექტრომობილი დადის. ავტოპარკის სიდიდე გერმანიაში კი 45 მილიონია. წელიწადში 3 მილიონი ახალი ავტომობილი იყიდება, 5.7 მილიონი კი იწარმოება;
  2. გერმანიაში წარმოებული 400,000-ით მეტი ელექტრომობილის გაყიდვა პროგრამის ფარგლებში;
  3. პროგრამის ფარგლებში მყიდველები მიიღებენ 3-4 ათასი ევროს თანამონაწილეობას მთავრობის მხრიდან, ოღონდ მანქანის ღირებულება 60,000 ევროს არ უნდა აჭარბებდეს;
  4. პროგრამაში გერმანული ავტომწარმოებლები მონაწილეობენ, რომლებიც მთავრობასთან ერთად ხარჯს 50-50 იყოფენ. ისინი ამ მომენტისათვის ელექტრომობილის 30-მდე მოდელს აწარმოებენ, რომელთა ნაწილი ჰიბრიდია;
  5. მთავრობა 300 მილიონ ევროს დამატებით გამოყოფს მანქანების დასამუხტი 15,000 სადგურის ქსელის განვითარებაზე და 100 მილიონს საჯარო მოხელეებისათვის ელექტრომობილების შესყიდვაზე;
  6. პროგრამაში ჩართული არიან Volkswagen AG, Daimler AG და BMW AG, რომლებიც გერმანიაში 790,000 ადამიანს ასაქმებენ დარგში, რომლის ღირებულებამ 2015 წელს 404 მილიარდ ევროს მიაღწია;
  7. იმ ფონზე, როცა იგივე სქემები წარმატებით მუშაობენ საფრანგეთში, ნორვეგიაში და ჰოლანდიაში, ეს ახალი ინიციატივა არის მისწრება საავტომობილო ინდუსტრიისათვის გერმანიაში.

როგორ იგებს მთავრობა ასეთი ქმედებით?

  1. სწორად ასტიმულირებს დარგს, რომელი პროგრესის ზღვარზე დგას;
  2. სტიმულირებას ახდენს არა წარმოებისას, არამედ მომხმარებლისას, სწორედ იმ მიზნით, რომ მომხმარებელმა იყიდოს;
  3. იმ 1,2 მილიარდ ევროს, 9-ზე მეტი დაემატება და 10 მილიარდი ევროს ინვესტიციით და დარგში „დაბრუნებით“ მთავრობის მეორე ჯიბეში 3-4 მილიარდი ევრო შევა;

როგორ იგებს ბიზნესი/ინდუსტრია?

  1. მთავრობა გვერდში გიდგება პროგრამით, რომელზე უკეთესი უბრალოდ ძნელი მოსაფიქრებელია;
  2. ფორა გეძლევა დარგში, რომელიც უმძაფრესი კონკურენციით გამოირჩევა და კიდევ უფრო გაიზრდება ამ მიმართულებით ბრძოლები;
  3. და გაყიდვები რა თქმა უნდა;

როგორ იგებს მომხმარებელი?

  1. პირდაპირ cash ინექცია მთავრობისგან ავტომობილის ყიდვისას;
  2. სუპერთანამედროვე ელექტრომობილი გარაჟში;
  3. უკეთესი ცხოვრება;

 

ჩვენთან კიდევ ყურძნის სუბსიდიებს ვერ გასცდნენ… აზროვნებითაც კი …

სამარცხვინოა …