ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ ხარისხიან პროდუქციას. რატომ? 1) გადახდილი ფულით ხელფასს ვუხდით საქართველოს მოქალაქეს, 2) ვავითარებთ ადგილობრივ წარმოებას და 3) ვაძლიერებთ საქართველოს!
მთავარი > სიახლე > [ფოტოკოლაჟი] რას აღმოაჩენთ წინასააღდგომო გამოფენა-გაყიდვაზე დიღმის Goodwill-ში?

[ფოტოკოლაჟი] რას აღმოაჩენთ წინასააღდგომო გამოფენა-გაყიდვაზე დიღმის Goodwill-ში?

ტარდება უკვე მრავალი წელია …

„გუდვილი“-ს მხრიდან ეს არის ქართულის მხარდაჭერა …

„მოითხოვე ქართული“-ს მხრიდან ეს არის ქართულის პოპულარიზება …

მწარმოებლების მხრიდან ეს არის მოკრძალებული შანსი, რომ გაყიდონ ნაწარმი …

მე კი ვსტუმრობ და მხარს ვუჭერ პროდუქციის წარმოჩენით აი ასე …

რა არის აქ?

მაგარი სასმელები, დაძველებული ყველი, ზილე (იცი რა არის ზილე?), სვანური მარილი, კოსმეტიკა, ნაქარგი ბაფთები და მაგიდის გადასაფარებლები, ჩაი, თხილეული, სიმინდის ფქვილი, ჩირები, მრავალნაირი სუვენირები,  ჩანთები, ხის სათამაშოები, ნატურალური თაფლი, სანელებლები, აჯიკა, ვაშლის ჩიფსი, ჩურჩხელები და რაც მთავარია იმედი

იმედი თუ ასულდგმულებს მცირე მწარმოებელს საქართველოში …

[ფოტოკოლაჟი] რას აღმოაჩენთ წინასააღდგომო გამოფენა-გაყიდვაზე დიღმის Goodwill • გუდვილი-ში?

Posted by მოძრაობა KAR.GE on შაბათი, 20 აპრილი, 2019