ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ ხარისხიან პროდუქციას. რატომ? 1) გადახდილი ფულით ხელფასს ვუხდით საქართველოს მოქალაქეს, 2) ვავითარებთ ადგილობრივ წარმოებას და 3) ვაძლიერებთ საქართველოს!
გალაკტიონი

გალაკტიონი რეზერვი – თეთრი ნახევრად ტკბილი ცოლიკოური

ეს თეთრი ნახევრადტკბილი ცქრიალა ღვინო გალაკტიონი დამზადებულია რჩეული ცოლიკოურის ყურძნის ჯიშისგან. ახასიათებს ცოცხალი, სასიამოვნო, ჰარმონიული გემო ნაზი ხილის ტონებით. მწარმოებელია კახური ტრადიციული მეურნეობა, რომლის ღვინოები აქამდეც წარმოგვიდგენია kar.ge-ზე. დიდებული ღვინოა გალაკტიონი რეზერვი! 9 ლარი მივეცი სავაჭრო ობიექტში.

აქვე ერთი ძველი ისტორია გამახსენდა …

თურმე ერთხელ გალაკტიონმა საკუთარ თავს სიტყვა მისცა – აღარ დავლევო. ერთ დღესაც ჩაიარა ქუჩაზე, სადაც დუქნები იყო ჩამომწკრივებული. გვერდი აუარა ერთ დუქანს … მეორეს … მესამეს … ისე გავიდა ქუჩის ბოლომდე, რომ არც ერთი დუქნისკენ არ მიუხედავს. უცებ შემოტრიალდა და თავისთვის შესძახა: -გალაკტიონ, ეს უნდა აღვნიშნოთ! ჰოდა ერთი დუქნისკენ გაემართა 🙂

იყიდეთ, ისიამოვნეთ და თქვენი შთაბეჭდილებები გაგვიზიარეთ!