ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ ხარისხიან პროდუქციას. რატომ? 1) გადახდილი ფულით ხელფასს ვუხდით საქართველოს მოქალაქეს, 2) ვავითარებთ ადგილობრივ წარმოებას და 3) ვაძლიერებთ საქართველოს!
მთავარი > პროდუქცია > გაიცანით GENO (y) [თრეილერი]
GENO

გაიცანით GENO (y) [თრეილერი]

ჩავრთე, ვნახე და უაღრესად მოვიხიბლე იმდენად სასიამოვნოდ საყურებელი, სახალისო და საინტერესო ანიმაციაა …

გვინდა სიამაყით და დიდი სიხარულით გაცნობოთ, რომ 2016 წელს გაზაფხულის ბოლოს დამთავრდა მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი ჯინო – GENO-ს წარმოება!

GENO – ეს არის პირველი ქართულ-უცხოური, კერძოდ ქართულ-გერმანული ანიმაციური კოპროდუქცია. პროექტი არის ქართული სტუდიის „ლირა ფროდაქშენ“ – ის ნაწარმი. მულტფილმზე მუშაობა დაიწყო 2013 წელს რობერტ ბოშის ფონდისა (გერმანია) და საქართველოს ეროვნული კინოცენტრის ფინანსური მხარდაჭერით.

ბევრი უნიჭიერესი და პროფესიონალი ქართველი ხელოვანი მუშაობდა ამ ფილმზე. უმაგრესი გუნდის ძალიასმევით შეიქმნა საერთაშორისო ხარისხის ქართული 3D ანიმაციური ფილმი! პრემიერამდე იხილეთ თრეილერი. ფილმის პრემიერა შედგება ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ საერთაშორისო ანიმაციურ ფესტივალზე, ამის შემდეგ კი თბილისში გაიმართება საჯარო ჩვენება ყველა მსურველისთვის.