ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ ხარისხიან პროდუქციას. რატომ? 1) გადახდილი ფულით ხელფასს ვუხდით საქართველოს მოქალაქეს, 2) ვავითარებთ ადგილობრივ წარმოებას და 3) ვაძლიერებთ საქართველოს!
მთავარი > მოძრაობა kar.ge > გაიცანით ბრენდი პლანტა – ქართული მოსავალი
პლანტა

გაიცანით ბრენდი პლანტა – ქართული მოსავალი

18-20 დეკემბერის გამოფენა გაყიდვაში 22 ქართული კომპანია მონაწილეობს და თითოეული მათგანი უნიკალურია თავის სფეროში. ამ კონკრეტული სტატიის მიზანი კი არის წარმოგიდგინოთ სს საქართველოს სათბურის კორპორაციის ახალი ბრენდი პლანტა, რომელიც ერთადერთია მონაწილეთა შორის, რომელიც ქარვასლაში სათბურში მოყვანილ უმაგრეს პროდუქციას დაახვედრებს მომხმარებელს.

პლანტა ქართული მოსავალი

სს საქართველოს სათბურის კორპორაცია საქართველოს თანაინვესტირების ფონდის მიერ ახლახან დაფუძნებული უზარმაზარი ორგანიზაციაა. ბრენდი პლანტა – კი მისი უმაგრესი პროდუქტების საერთო „ქუდი“ იქნება – ქართული მაღალხარისხიანი, ნატურალური, გემრიელი და სასარგებლო პროდუქტებისა, რომლებიც ყველას გვიყვარს. პირველად რომ კორპორაციის სათბურის ვიდეო ვნახე ვაღიარებ, ძალიან მოვიხიბლე.

პლანტას პირველი გამოსვლა სწორედ რომ ჩვენს გამოფენა-გაყიდვაზე ხდება … და თან როგორ … უგემრიელესი ქართული ფერმერული ნაწარმით … კიტრით. კორპორაციას დღეს 4.2 ჰექტარ სათბურში მოჰყვავს ორი ჯიშის კიტრი: ჰერაკლე და შუშა. ორივე გამოირჩევა არომატითა და გემოთი. წლის ბოლოს კი დასრულდება ახალი სათბურის მშენებლობაც (7,4 ჰა). ახალი წლიდან კი კიტრის ჯიშებს პომიდვრის ჯიშებიც დაუმშვენებენ გვერდს.

პლანტას დაგემოვნება მოხმარებელს უკვე შეუძლია საქართველოში, თუმცა ქსელი მალე გაფართოვდება და საქართველოს ფარგლებს გარეთაც გაიშლება (პირველ ეტაპზე რუსეთში).

დიდი მადლობა პლანტას და სს საქართელოს სათბურის კორპორაცი ქართული საქმის გვერდში დგომისათვის!