ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ ხარისხიან პროდუქციას. რატომ? 1) გადახდილი ფულით ხელფასს ვუხდით საქართველოს მოქალაქეს, 2) ვავითარებთ ადგილობრივ წარმოებას და 3) ვაძლიერებთ საქართველოს!
მთავარი > პროდუქცია > ბოტანიკა, ფორთოხლის 100% წვენი – უმაგრესია!
ბოტანიკა

ბოტანიკა, ფორთოხლის 100% წვენი – უმაგრესია!

100 % ნატურალური წვენი ბოტანიკა kar.ge-ზე პირველი გაშუქებისთანავე იყო „ცეცხლი“ რომელმაც დადებითი კომენტარების მირიადა გამოიწვია ჩემშიც და აუდიტორიაშიც. მას შემდეგ სულ ორიოდე თვე გავიდა და მიხარია, რომ თავის საქმეზე უზომოდ შეყვარებული გუნდი აგრძელებს მუშაობას, რის შედეგადაც 100 %-იანი წვენი ბოტანიკა ზრდის პოპულარობასაც და გაყიდვებსაც.

აგერ მაგალითად დღეს ფერმერთა ბაზარზე, რომელიც სულ 4 საათი გრძელდებოდა იმდენად დიდი პოპულარობით სარგებლობდა ბოტანიკა დამსწრე საზოგადოებაში, რომ ჩემი თვალით ვნახე როგორ გათავდა რეზერვიც კი და დამატებითი პარტია შემოიტანეს ….

არსებობს 4 ბოტანიკა: ვაშლის, ფორთოხლის, ალუბლის და ბროწეულის. აი Facebook გვერდიც, საიდანაც პირდაპირ შეგიძლიათ მწარმოებლებთან დაკავშირება. თითოეული ორიგინალური შეფუთვა 3 ლიტრიანია და იყიდება სავაჭრო ქსელებში. ფასი 9-10 ლარის დიაპაზონშია.

 

PS

ეხლა ის დროა, ხალხი რომ ხშირად ექსკურსიებზე დადის. ბოტანიკას სუპერ მოსახერხებელი შეფუთვა მართლაც რომ მისწრებაა მაგ დროს. აი, თვითონ შეხედეთ რა „ფოკუსი“ უკეთდება შეფუთვას …

ბოტანიკა ფორთოხალი