ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ ხარისხიან პროდუქციას. რატომ? 1) გადახდილი ფულით ხელფასს ვუხდით საქართველოს მოქალაქეს, 2) ვავითარებთ ადგილობრივ წარმოებას და 3) ვაძლიერებთ საქართველოს!
მთავარი > გამარჯვებული საქართველო > პატარა ბორჯღალოსნები (U18) ევროპის ჩემპიონატის ფინალში!
ფინალში

პატარა ბორჯღალოსნები (U18) ევროპის ჩემპიონატის ფინალში!

გილოცავთ ყველას – ქართველი ჭაბუკები ევროპის ჩემპიონატის ფინალში არიან!

ცოტა მიჭირს აზრების დალაგება, იმდენად ვარ იეფორიაში… ასეთი დიდი გამარჯვებითა და სიხარულით ხომ ყოველდღიურად არა ვართ განებივრებული…

სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა საქართველოსა და იტალიის 18-წლამდე მორაგბეთა ნახევარფინალური მატჩი, საფრანგეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე და ჩვენმა ბიჭებმა კიდევ ერთი დიდი სიხარული მოგვიტანეს ქართველ ხალხს, კიდევ ერთხელ გაგვიღვიძეს სიამაყის გრძნობა და კიდევ ერთხელ გვაგრძნობინეს, რომ ქართველებსაც შეგვიძლია დიდი გამარჯვებების მოპოვება!

თავად მატჩი კი ძალზე დაძაბული და დრამატული გამოდგა. ირლანდიასთან ჩატარებული შეხვედრის მსგავსად, აღნიშნული შერკინებაც ფრედ, 6:6 დასრულდა. თუმცა, ვაგებდით მატჩის მსვლელობისას და ჩვენმა 9 ნომერმა, გელა აფრასიძემ 2 საჯარიმო დარტყმით აღადგინა წონასწორობა.

შედეგად, დაინიშნა მატჩისშემდგომი ჯარიმების, ე.წ. “შუთაუთ”-ების სერია და კიდევ ერთხელ მოუწიათ უმცროს ბორჯღალოსნებს სამიზნის გასწორება. ჯარიმებში ჩვენი ბიჭები ამჯერადაც უფრო ყოჩაღები აღმოჩნდნენ და იტალიელებს 5:4 ძლიეს. სხვათა შორის, “შუთაუთ”-ებში ბოლო ორი ჯარიმაც გელა აფრასიძის ანგარიშზეა და უდავოდ ეკუთვნის ამ ბიჭს მატჩის გმირის სტატუსი.

ფინალში, რომელიც 4 აპრილს გაიმართება, ჩვენი მეტოქე ტურნირის მასპინძელი, საფრანგეთის 18-წლამდე ნაკრები იქნება, რომელმაც მეორე ნახევარფინალურ წყვილში ინგლისი დაამარცხა. ასე რომ, 31 მარტი ქართული რაგბის ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაიწერება!