ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ ხარისხიან პროდუქციას. რატომ? 1) გადახდილი ფულით ხელფასს ვუხდით საქართველოს მოქალაქეს, 2) ვავითარებთ ადგილობრივ წარმოებას და 3) ვაძლიერებთ საქართველოს!
მთავარი > ექსპორტი > “ბებოს ჩურჩხელა“ სამხეთ კორეაში უკვე იყიდება (წარმატებული ექსპორტის ისტორია)

“ბებოს ჩურჩხელა“ სამხეთ კორეაში უკვე იყიდება (წარმატებული ექსპორტის ისტორია)

გადასარევი სიახლე სამხრეთ კორეის რესპუბლიკიდან, სადაც მარტის შუა პერიოდში ბებოს ჩურჩხელას მცირე პარტია ექსპორტზე გავიტანეთ. ამ საქმეში მოძრაობა KAR.GE-ს და საქართველოში კორეის ასოციაციის დიდი წვლილია. გიგზავნით რამოდენიმე სურათს, რომელიც იმ ერთ-ერთ ჩაიხანაშია გადაღებული, სადაც თურმე ბებოს ჩურჩხელა ძალიან მოსწონებიათ კორეელებს

თუ დააკვირდებით ქალბატონები ჩურჩხელას ჩაისთან ერთად მიირთმევენ და მაგიდაზე მეტი არაფერი დევს. სახეზე აშკარაა, რომ მეტად კმაყოფილები უნდა იყვნენ.

ყველაფერი ეს შედეგია იმისა, რომ 2016 წელს, 20-24 ოქტომბერს სამხრეთ კორეაში საერთაშორისო გამოფენაში მივიღეთ მონაწილეობა და 46 მწარმოებლის 124 ნაწარმი წარვადგინეთ World-OKTA-ს დახმარებით. გაწეული ნაბიჯები შედეგს უკვე იღებენ და ნელ-ნელა წინ მივიწევთ.

სხვათა შორის სხვა პროდუქტებთან მიმართებაშიც გვაქვს სიახლეები, რომელთაც უშუალოდ მწარმოებლებს ვუზიარებთ. ყველაფერი საჯაროდ არ ითქმება.

ძალა ერთობაშია!