ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ ხარისხიან პროდუქციას. რატომ? 1) გადახდილი ფულით ხელფასს ვუხდით საქართველოს მოქალაქეს, 2) ვავითარებთ ადგილობრივ წარმოებას და 3) ვაძლიერებთ საქართველოს!
მთავარი > პროდუქცია > ბებოს ლავაში – სასარგებლო ქართული პროდუქტი
ბებოს ლავაში

ბებოს ლავაში – სასარგებლო ქართული პროდუქტი

ამ პროდუქტს დიდი ხანია ვუმიზნებდი და სათანადო მიზეზს ვეძებდი. გუშინ ეს მიზეზიც დადგა – შაურმა გავაკეთო … ჰო, შაურმა და დიახ, მე გავაკეთე. როგორი იყო … იფ, იფ, იფ … ჩაიკვნიტა ხალხმა თითები … ჩემებურად გავაკეთე რა … ბლომად გემრიელად შემწვარი ქათმის ხორცით, სალათით, ტყემლით, მჟავე წიწაკით, ყველა ინგრედიენტი ქართული გამოვიყენე რა თქმა უნდა. მთელი „ერი“ კი შეიკრა თხელი პურით, რომელსაც ბებოს ლავაში ჰქვია.

ბებოს ლავაში მშვენიერი რამეა, 400 გრამიანია და 1.2 ლარი ღირს. ზომიერად რბილია [დახვევისას არ სკდება როგორც ბევრი მსგავსი ლავაში], შეფუთულიც მშვენივრადაა. პროდუქტი საფუარის გარეშეა. ჩემთვის ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ ბევრისთვის აქვს. შენახვის ვადაა 6 დღემდე. დამზადებულია ტრადიციული მეთოდით. არ ვიცი ეს რას ნიშნავს, მაგრამ შაურმაში თავისი საქმე ნამდვილად წარმატებით გააკეთა.

მწარმოებელია შპს ლიგა, რომელიც თბილისში, სამგორის 6-ში მდებარეობს. შეფუთვაც, ლოგოც ნორმალურია. აუცილებლად ეწვიეთ კომპანიის Facebook გვერდს. ძალიან ბევრ ძალიან მაგარ რეცეპტს აღმოაჩენთ.

ხომ არ იცით რა უპირატესობა აქვს პურს, რომელიც საფუარის გარეშეა დამზადებული?