ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ ხარისხიან პროდუქციას. რატომ? 1) გადახდილი ფულით ხელფასს ვუხდით საქართველოს მოქალაქეს, 2) ვავითარებთ ადგილობრივ წარმოებას და 3) ვაძლიერებთ საქართველოს!
მთავარი > პროდუქცია > ბარამბო ექსპორტი – რძიანი შოკოლადი შოკოლადის მუსით
ბარამბო ექსპორტი

ბარამბო ექსპორტი – რძიანი შოკოლადი შოკოლადის მუსით

ქართულია & kar.ge-ა!

ლარის წონაში კლებას, არა მხოლოდ ლარის არამედ ზოგადად ვალუტის გაუფასურებას ერთი დადებითი ახლავს თან – ექსპორტის წახალისება. ციფრები არ ვიცი, მაგრამ ძალიან დამაინტერესებს რამოდენიმე თვეში 2015 წლის პირველი 3 თვის ექსპორტის სტატისტიკა. თუმცა. თუმცა ვეჭობ ბარამბო ექსპორტმა აქედანაც იხეიროს, ვინაიდან ყველა მეზობელ ქვეყანაში მათი ვალუტებიც ასევე გაუფასურებულია დოლარის მიმართ.

სანამ გავარკვევთ აქ “რა მაფიაა” მანამ ქართულ & kar.ge საქმეს მივუბრუნდეთ …

ბარამბო ექსპორტი – სიამოვნების 110 გრამი 2.2 ლარად – ლარის შემსუბუქების შემდეგ განსაკუთრებით მიმზიდველად გამოიყურება. შევიძინე გუდვილში. იყიდება ყველგან. საიტი – http://barambo.ge/ მშვენიერი.

 

მოიკითხეთ, იყიდეთ და მოიხმარეთ ბარამბო ექსპორტი. მერე კი გაგვიზიარეთ შთაბეჭდილებები : )

მადლობა რომ კითხულობთ ამ ტექსტს. პატივი ვცეთ ქართულ წარმოებას და ვიყიდოთ ქართული წარმოების პროდუქცია, იმიტომ რომ ამით საკუთარ თავს ვეხმარებით.