ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ ხარისხიან პროდუქციას. რატომ? 1) გადახდილი ფულით ხელფასს ვუხდით საქართველოს მოქალაქეს, 2) ვავითარებთ ადგილობრივ წარმოებას და 3) ვაძლიერებთ საქართველოს!
მთავარი > მსოფლიო გამოცდილება > „ლოიალობის ბარათი“ დასახლება ვანდუენში, ავსტრალიაში

„ლოიალობის ბარათი“ დასახლება ვანდუენში, ავსტრალიაში

2016 წლის 8 მაისს ევროპის დღე შედგა/ჩატარდა რიყეზე. მისვლის მიზანი ცხადია იქ გამოფენილი ქართული ნაწარმის ნახვა იყო, მაგრამ გავერიე ხალხში და სხვაც ბევრი ვნახე. განსაკუთრებით ყურადღება მიიქცია ერთმა უცნაურმა ფაქტმა: ახალგაზრდებს [და ძველგაზრდებსაც] ხელთ ბუკლეტი ჰქონდათ, შემდეგ თითოეული ქვეყნის სტენდთან მიდიოდნენ და ისინი ბეჭედს ურტყამდნენ.

გამიკვირდა, ასეთი აქამდე არაფერი მენახა. და გავარკვიე …

თურმე რა ყოფილა …

რიყეზე ერთ კონკრეტულ ადგილას ორგანიზატორები ყველა მსურველს აძლევდნენ მცირე ზომის ბროშურას, რომელიც თავისი იდეით პასპორტს უახლოვდებოდა. ამ ბროშურაში ევროკავშირის თითო თქვეყანა თავისი ბეჭედს ურტყამდა იმ იდეის ასახვის მიზნით, რასც ჰქვია ვიზის ჩარტყმა პასპორტში. და ადამიანს სტიმული ჰქონდა, რომ ყველა სტენდთან ჩამოევლო, ეს „პასპორტი“ ჩარტყმული ვიზებით შეევსო და ამას შემდეგ რომელი ჭკვიანი გადააგდებდა?

უმაგრესი იდეაა, ჩამრჩა და დაახლოებით ისე ვუპირებდი თავის დროზე გამოყენებას, როგორიც ეხლა აღმოვაჩინე …

ავსტრალიაში, ქვინსლენდში, დასახლება ვანდუენში ადგილობრივი ყიდვის კამპანიის ფარგლებში ვანდუენის სავაჭრო პალატამ ლოიალური ბარათის ნაირსახეობა გამოუშვა. ბარათის მფლობელი როცა კონკრეტულ ბიზნესებში კონკრეტულ პროდუქციას იძენს, მას ამ ბარათში უკრავენ მარკას. შევსებული მარკიანი ბარათები შემდეგ იყრება გათამაშების დოლურაში. 15 სექტემბერს გეგმავენ გათამაშებას და გამარჯვებულს 300 დოლარს აძლევენ. სხვა პრიზებიც აქვთ. აი წყაროც.

საინტერესო ისაა, რომ ვიკიპედიას თუ დავუჯერებ ამ დასახლებაში 665 ადამიანი ცხოვრობს. იგი მთავარ სატრანსპორტო მაგისტრალთან მდებარეობს. არ ქუხს როგორც დასახლება, მაგრამ ეს მშვენიერი იდეა კი არის.

ესეც კიდევ ერთი საინტერესო იდეა მინი კამპანიისათვის 🙂