ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ ხარისხიან პროდუქციას. რატომ? 1) გადახდილი ფულით ხელფასს ვუხდით საქართველოს მოქალაქეს, 2) ვავითარებთ ადგილობრივ წარმოებას და 3) ვაძლიერებთ საქართველოს!
მთავარი > პრაქტიკული განათლება > როგორ გავსხლათ ახალგაზრდა ვაზი?
როგორ გავსხლათ ახალგაზრდა ვაზი?

როგორ გავსხლათ ახალგაზრდა ვაზი?

როგორ გავსხლათ ახალგაზრდა ვაზი?

ახალგაზრდა ვაზი თავისებურ გასხვლას საჭიროებს. ამ ვიდეოში გიჩვენებთ ერთ-ერთ ხერხს 1-3 წლამდე ვაზის გასასხვლელად. ვიდეო გადაღებულია კახეთში, სოფელ ტიბაანში, მეღვინეობა გლეხის ცრემლებში. გიორგი ჭუჭულაშვილი, მეღვინე თავის ცოდნას გვიზიარებს.

4 მთავარი რჩევა:

  1. ერთწლიან ვაზს ვაცლით ყველა ყლორტს და ვტოვებთ ერთს, 2 კვირტზე;
  2. სამ წლამდე ვაზს ვუტოვებთ 50-80 სმ შტამბს და ვაბამთ მავთულზე;
  3. ვამოწმებთ ბოძებისა და მავთულის სიმყარეს;
  4. მიწას შემოვუთოხნით და ბალახს ვაცილებთ ძირებიდან;

ვიდეოს ავტორია Mosavali.org, რომლის Facebook გვერდზე და YouTube არხზე უამრავი სხვა სასწავლო ვიდეოს ხილვა შეგიძლიათ. kar.ge-ზე ვიდეოს და სტატიის განთავსება ხდება მოძრაობა KAR.GE-სა და Mosavali.org-ს შორის გაფორმებული მემორანდუმის თანახმად.

 

 

ხომ არაფერს დაამატებდით?