ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ ხარისხიან პროდუქციას. რატომ? 1) გადახდილი ფულით ხელფასს ვუხდით საქართველოს მოქალაქეს, 2) ვავითარებთ ადგილობრივ წარმოებას და 3) ვაძლიერებთ საქართველოს!
ფოტორატორი

აღმოჩენა: Fotorator – ქართული ინოვაციური ფოტო ბეჭდვის კიოსკი

2 დღის წინ მეგობართან ერთად შეხვედრაზე მივდიოდი. გზაში მიყვებოდა … რაღაც საქმეზე მივედიო დღესო; ოფისი ძალიან მაგარი, რაღაც ინოვაციური პროგრამა არისო, მგონი საქართველოს ბანკის პროგრამის დაფინანსებითო, სტარტაპები ინოვაციურ რაღაცეებს ქმნიანო. ერთი ვნახე რაღაც ძალიან მაგარი ფოტოების გადასაღები დანადგარი იყოო … მე კი ჩავეძიე, მაგრამ სახელი არ ახსოვდა …

გუშინ ღამით კი Facebook-ში აღმოვაჩინე ეს ძალიან მაგარი „რაღაც“ – ფოტორატორი / Fotorator. გუშინვე ვესაუბრე ზვიად ციკოლიას, დამაკავშირა სტარტაპის დამაარსებელთან და …

Fotorator – ეს არის ინოვაციური ფოტო ბეჭდვის კიოსკი (თვითმომსახურების აპარატი) ფოტოების. ბეჭდვა შესაძლებელია 3 მოდულით: კამერა, ბლუთუსი და რაც ყველაზე ინოვაციურია მსგავს აპარატებში ინსტაგრამით. ეს კონკრეტული ფოტორატორი ესპანეთში „მიემგზავრება“. და როგორც გაირკვა შეკვეთები რუსეთიდანაც ჰქონიათ.

უფრო გასაგებად რომ ვთქვათ …

ამ თვითმომსახურების აპარატით შეგიძლიათ დაბეჭდოთ თქვენი მობილურით გადაღებული ფოტოები. შეგიძლიათ 1) ან instragram-ზე ატვირთოთ და შემდეგ დაბეჭდოთ, 2) ან თავად აპარატში Bluetooth-ით ატვირთოთ და შემდეგ დაბეჭდოთ. ეგ კიდევ რა, ფოტორატორში ფოტოკამერაცაა ინტეგრირებული, ანუ 3) ადგილზევე შეგიძლიათ გადაიღოთ ფოტო და დაბეჭდოთ. სწორედ ესაა ინოვაცია – სამი ერთში. გათვლილია ტურისტულ ადგილებში დასამონტაჟებლად. რა თქმა უნდა დაპატენტებულია.

დეტალური ინფორმაცია ვისაც გაინტერესებთ:

ბრენდის სახელწოდება: Fotorator
Start-Up -ის CEO: გაბო მელივა
Start-up მხარდაჭერის პროგრამა: Vegalab.ge
Fotorator დიზაინერი: ზვიად ციკოლია
FB გვერდი: https://www.facebook.com/fotorator
ვებსაიტი [ეხლა მზადდება]: http://fotorator.com

 

გაბო-მელივა-ფოტორატორი

 

იამაყეთ! გამოგონილია და აწყობილია საქართველოში!
და მიემგზავრება პირველ კლიენტთან შესახვედრად ესპანეთში!