ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ ხარისხიან პროდუქციას. რატომ? 1) გადახდილი ფულით ხელფასს ვუხდით საქართველოს მოქალაქეს, 2) ვავითარებთ ადგილობრივ წარმოებას და 3) ვაძლიერებთ საქართველოს!
მთავარი > ადგილობრივი საწარმო > გაიცანით “ლარდა დეკორი“ და მისი ხელნაკეთი სანათები, აქსესუარები და სხვა დეკორატიული ავეჯი

გაიცანით “ლარდა დეკორი“ და მისი ხელნაკეთი სანათები, აქსესუარები და სხვა დეკორატიული ავეჯი

დღეს უნიკალური ქართული ბრენდი მინდა წარმოგიდგინოთ – ლარდა!

“ლარდა” სვანური სიტყვაა და სახლს ნიშნავს, რაც იდეალურად აღწერს ბრენდის საქმიანობის სფეროს: ინტერიერისა და ექსტერიერისთვის საჭირო ხელნაკეთი სანათების, აქსესუარების და სხვადასხვა სახის დეკორატიული ავეჯის წარმოება.

უნიკალური პროდუქციის შეძენა შეგიძლიათ შოურუმში სააკაძის მოედანზე თბილისში, ჟიული შარტავას 4გ-ში.