ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ ხარისხიან პროდუქციას. რატომ? 1) გადახდილი ფულით ხელფასს ვუხდით საქართველოს მოქალაქეს, 2) ვავითარებთ ადგილობრივ წარმოებას და 3) ვაძლიერებთ საქართველოს!
არაქისი მარილით

არაქისი მარილით: PIPPA-ს უყურე როგორ გაიქაჩა …

35 გრამიანი ეს არაქისი მარილით შემთხვევით შემომეფეთა დახლზე. ცნობისათვის: PIPPA არის შპს „ჯორჯიან ბეიქერს“-ის ბრენდი. ეს კომპანია თბილისში, გორგასლის 115-ში მდებარეობს.

რა მომეწონა:

  1. გემო მართლა მომეწონა, მარილიანობაც!
  2. ფასი – 60 თეთრი – სავსებით ნორმალური და მისაღებია ყველასთვი;
  3. მომწონს შეფუთვაც;
  4. თავად არაქისის მარცვლები არის მართლა დიდი;
  5. მომწონს რომ ჯორჯიან ბეიქერსი ასე აქტიურობს ტელეეკრანზე

ერთადერთი, რაც ვერ გავიგე და რასაც ვერ მივიღებ Georgian Bakers-ისგან:

ტელეეკრანზე რომ აქტიურობთ, ინტერნეტი? ვებსაიტი დაგიძველდათ. კომპანიის და PIPPA-ს Facebook გვერდები – ორივე არააქტიურია. მიხედეთ მეგობრებო …

 

დასკვნა: ქართულ ლუდზე მისაყოლებელი ჩემი „ატრიბუტიკა“ კიდევ ერთი სასუსნავით შეივსო. ეს არის PIPPA-ს არაქისი მარილით!