ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ ხარისხიან პროდუქციას. რატომ? 1) გადახდილი ფულით ხელფასს ვუხდით საქართველოს მოქალაქეს, 2) ვავითარებთ ადგილობრივ წარმოებას და 3) ვაძლიერებთ საქართველოს!
მთავარი > ანალიტიკა > არაბთა გაერთიანებული ემირატები – საქართველოს სავაჭრო პარტნიორი 2014
uae

არაბთა გაერთიანებული ემირატები – საქართველოს სავაჭრო პარტნიორი 2014

არაბეთის გაერთიანებული საემიროები

რა ვიცით არაბეთის გაერთიანებული საემიროს შესახებ? ალბათ დუბაი და ვაჭრობა პირველია, რაც აზრად მოდის. ნავთობი კი მეორე … პრინციპში ალბათ ნავთობით უნდაა დაგვეწყო, რადგანა ის რომ არა, დუბაის ადგილას ეხლაც ხრიოკი უდაბნო იქნებოდა …

არ გაგვიმართლა, არ გვაქვს ეს ნავთობი. ვერც ვაჭრობა გავავითარეთ რიგიანად. თბილისში ერთი გაყიდვების ფესტივალიც კი ვერ შედგა. sale ქართულად ხომ ერთ დიდი უნიკალური ფენომენია …

თუმცა 135,000,000 აშშ დოლარი ქართული პროდუქციის შესყიდვაში, ან ადგილობრივი ენერგოსისტემის განვითარებაში [მაგალითად დიდი ჰესის აშენებაში] რომ დახარჯულიყო, ეს საქართველოში დამატებით პოტენციურად დაახლოებით 600,000,000 [მილიონი] აშშ დოლარის დოვლათს შექმნიდა, საქართველოს მოქალაქეს დაასაქმებდა, ქართულ ბიზნესს განავითარებდა და საქართველოს წინ წასწევდა!

დახარჯე ქართულ პროდუქციაში და მიიღებ ენერგიასაც, ვაჭრობასაც და …

 

დაფიქრდი რაში ხარჯავ ფულს!

მონაცემების წყაროა – http://geostat.ge