ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ ხარისხიან პროდუქციას. რატომ? 1) გადახდილი ფულით ხელფასს ვუხდით საქართველოს მოქალაქეს, 2) ვავითარებთ ადგილობრივ წარმოებას და 3) ვაძლიერებთ საქართველოს!
მთავარი > მოძრაობა kar.ge > ანონსი: kar.ge კატალოგი
kar.ge კატალოგი

ანონსი: kar.ge კატალოგი

დაინტერესებულ ადამიანებს ხშირად უკითხავთ ჩემთვის: რა იწარმოება ქართული? ვინ არიან ქართველი მწარმოებლები? სად იყიდება ქართული პროდუქცია? როგორია მათი ხარისხი? როგორია მათი ფასი? დიდი ხნის მანძილზე ამ ინფორმაციის მოძიება ჩვენთვისაც პრობლემა იყო, მაგრამ უკვე დავალაგეთ და არცერთ შეკითხვის ავტორს უპასუხოდ არ ვტოვებთ ხოლმე. თუმცა დადგა რამე უკეთესის მოფიქრების დრო. და აი ისიც – kar.ge კატალოგი.

 

რატომ kar.ge კატალოგი?

არაინფორმირებულობა – მთავარი გამოწვევაა დღეს! საქართველოს მოქალაქეები არ იცნობენ ქართული წარმოების პროდუქტებს, ისევე როგორც მწარმოებლების უმრავლესობას არა აქვს ის ცოდნა, უნარები და რესურსები, რომ თავიანთი ხარისხიანი პროდუქტები სათანადოდ გააცნონ ფართო საზოგადოებას. შედეგი არის რა? იმპორტული პროდუქციის მიერ წალეკილი შიდა ბაზარი! ეს ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია! სწორედ ამ პრობლემას გადაჭრის kar.ge კატალოგი.

 

რა არის kar.ge კატალოგი?

kar.ge კატალოგი ერთ ადგილას მოუყრის თავს ინფორმაციას საქართველოში არსებული ქართული საწარმოების, ქართული ბრენდების, ქართული პროდუქტების, ქართული პროდუქტების სარეალიზაციო სავაჭრო ობიექტების, დისტრიბუტორების, ფერმერული მეურნეობების / კოოპერატივების, ბიზნეს სერვისების მომწოდებლების, ბიზნეს იდეების მქონე ადამიანების და პოტენციური ინვესტორების შესახებ.

 

ვისთვის კეთდება kar.ge კატალოგი?

მომხმარებლები ამომწურავ ინფორმაციას მიიღებენ თუ რა იწარმოება ქართული? ვინ არიან ქართველი მწარმოებლები? სად იყიდება ქართული პროდუქცია? როგორია მათი ხარისხი? როგორია მათი ფასი? და ა.შ.

მეწარმეები, ფერმერები, კოოპერატივები აქ შეძლებენ განათავსონ ინფორმაცია საკუთარი ბიზნესის, ბრენდების და პროდუქტების შესახებ, რათა ფართო საზოგადოებამ გაიცნოს ისინი.

სავაჭრო ობიექტები აქ გაიგებენ თუ რა იწარმოება საქართველოში ქართული და რა შეიძლება შეიტანონ თავიანთ სავაჭრო ობიექტში.

დისტრიბუტორები აქ შეძლებენ ნახონ კონკრეტული ქართული პროდუქტები, დაუკავშირდნენ მწარმოებლებს და გაავრცელონ მათი პროდუქტი სავაჭრო ქსელში.

ბიზნეს სერვისების მომწოდებლები აქ ნახავენ კომპანიებს – პოტენციურ დამკვეთებს, რომლებსაც შეიძლება თავიანთი მომსახურება შესთავაზონ.

ბიზნეს იდეების მფლობელები ინვესტორის მოძიების იმედით აქ განათავსებენ თავიანთი ბიზნეს იდეის შესახებ მოკლე ინფორმაციას.

 

რა განყოფილებები [9] იქნება kar.ge კატალოგში?

წარმოება – საქართველოში არსებული საწარმოებები, რომლებიც საქართველოში აწარმოებენ პროდუქციას.

ქართული ბრენდი – საქართველოში არსებული საწარმოების მფლობელობაში არსებული ქართული ბრენდები და მათი ისტორია.

ქართული პროდუქტი – ხარისხიანი ქართული პროდუქცია, რომელიც საქართველოში იწარმოება.

სავაჭრო ობიექტი – სავაჭრო ობიექტები, სადაც პრიორიტეტულად ქართული წარმოების პროდუქტები იყიდება.

დისტრიბუცია – სადისტრიბუციო კომპანიები, რომლებიც პროდუქტებს საქართველოს და მსოფლიო მასშტაბით ანაწილებენ სავაჭრო ობიექტებში.

ფერმა/კოოპერატივი – ყველა სასოფლო სამეურნეო კოოპერატივი, რომელიც ქვეყნის მასშტაბით სასოფლო-სამეურნეო პროდუქტს ქმნის ბაზარზე გასატანად.

ბიზნეს მომსახურება – სხვადასხვა სახის ბიზნეს მომსახურებები, რომლებიც საჭიროა ბიზნესის განვითარებისათვის.

რეგიონები – საქართველოს რომელ რეგიონში რომელი საწარმო/ფერმა/კოოპერატივი მდებარეობს.

ინვესტორთათვის – გაქვთ ბიზნეს იდეა? ეძებთ ინვესტორს? განათავსე ბიზნეს იდეის რეზიუმე აქ. მას პოტენციური ინვესტორები ნახავენ.

kar.ge კატალოგში იქნება ინფორმაცია მხოლოდ იმ კომპანიათა შესახებ, რომელთათვისაც მნიშვნელოვანია საკუთარი ხარისხიანი ბრენდის/პროდუქტის მომხმარებელის წინაშე წარმოჩენა.

 

როდის გახდება kar.ge კატალოგი ხელმისაწვდომი ფართო საზოგადოებისათვის?

kar.ge კატალოგი ოფიციალურად გაიხსნება 2016 წლის 29 მარტს.

 

როგორ განვათავსო ჩემი კომპანიის ინფორმაცია kar.ge კატალოგში?

დაგვიკავშირდით ეხლავე. გამოგვიგზავნეთ თქვენი მობილური ტელეფონის ნომერი, რომ დაგიკავშირდეთ და გაცნობოთ რა არის საჭირო!

 

სახელი

ელ. ფოსტა (საჭიროა)

მობილურის #

საგანი

გზავნილი