ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ ხარისხიან პროდუქციას. რატომ? 1) გადახდილი ფულით ხელფასს ვუხდით საქართველოს მოქალაქეს, 2) ვავითარებთ ადგილობრივ წარმოებას და 3) ვაძლიერებთ საქართველოს!
მთავარი > მოძრაობა kar.ge > ანონსი: 18-20 დეკემბერი, ხარისხიანი ქართული პროდუქტების სამ დღიანი წინასაახალწლო გამოფენა-გაყიდვა – “kar.ge ქართული ქარვასლა”
ანონსი

ანონსი: 18-20 დეკემბერი, ხარისხიანი ქართული პროდუქტების სამ დღიანი წინასაახალწლო გამოფენა-გაყიდვა – “kar.ge ქართული ქარვასლა”

არიქა, ყურადღება აქეთ …
ქართული წარმოების პროდუქციის დამფასებლებო …
მომხმარებლებო …
მეწარმეებო …
გადასარევი ინფორმაცია გვაქვს თქვენთვის …

2015 წლის 18, 19 და 20 დეკემბერს მოძრაობა kar.ge და სავაჭრო & ბიზნეს ცენტრი ქარვასლა გეპატიჟებით ხარისხიანი ქართული პროდუქტების მეორე, მაგრამ უკვე სამ დღიან გამოფენა-გაყიდვაზე – “kar.ge ქართული ქარვასლა”. გახსნა პარასკევს, 18 დეკემბერს, 11:00. დღეს გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი ორგანიზატორებს შორის და დაიწყო მზადება.

პატივცემულო მეწარმეებო,

ეს ღონისძიება თქვენს წარმოსაჩენად კეთდება. ჩვენი უმთავრესი მიზანია ერთად დავანახოთ ქართველ მომხმარებელს, რომ თქვენ და სხვა ქართული კომპანიები საქართველოში აწარმოებთ ისეთ ხარისხიან ქართულ პროდუქტებს და ისეთ ფასში, რომლებიც არაფრით ჩამოუვარდებიან უცხოურს, მეტიც, ჯობნის კიდეც იმპორტულ ანალოგებს. ჩვენ პირველი გამოფენა-გაყიდვა 26-27 სექტემბერს ჩავატარეთ. მაშინ 22 ქართულმა კომპანიამ ასობით ხარისხიანი პროდუქტით 2,000-ზე მეტ სტუმარს უმასპინძლა და ადგილზე 1,200-ზე მეტი გაყიდვა განახორციელა. ეს იყო ერთობლივი გამარჯვება, რომლის შედეგები იხილეთ აქ: https://kar.ge/3k/. ეხლა კი მოდით წინასაახალწლოდ ერთად შევქმნათ კიდევ უფრო მასშტაბური ღონისძიება, რომლითაც ყველანი ვიამაყებთ!

პატივცემულო მომხმარებლებო,

თქვენს ხელში დიდი ძალაა და ეს არის თქვენი ფული, რომელსაც ყოველდღიურად ხარჯავთ. დახარჯავთ ქართულში? განავითარებთ ქვეყანას, ქართულ ბიზნესს და დაასაქმებთ საქართველოს მოქალაქეს. 18-20 დეკემბრის გამოფენა-გაყიდვა წინასაახალწლოა. ჩვენ გვპირდებით ბევრ ქართულ კომპანიას, ახალი და ხარისხიანი ქართული პროდუქტების მრავალფეროვან არჩევანს, დეგუსტაციებს, პრეზენტაციებს, დაჯილდოვებებს, ქართულ მუსიკას და სადღესასწაულო განწყობას. წინასაახალწლო შესყიდვებისათვის ჩაინიშნეთ 18-20 დეკემბერი და მოემზადეთ ხარისხიანი ქართული პროდუქტების საუკეთესო ფასში შესაძენად.

ქართული პროდუქციის ყიდვა ყველაზე დიდი პატრიოტიზმია დღეს!

ჩვენ უკვე დავიწყეთ მზადება. უახლოეს პერიოდში შევეხმიანებით ყველა ჩვენს პარტნიორ კომპანიას და შევთავაზებთ გამოფენა-გაყიდვაში ჩართვას. თუ თქვენ იცნობთ მეწარმეს, რომელიც ხარისხიან ქართულ პროდუქტს ქმნის, აუცილებლად მიაწოდეთ ეს ინფორმაცია მას.

PS
აი როგორი იყო ჩვენს მიერ 26-27 სექტემბერს ორგანიზებული პირველი „kar.ge ქართული ქარვასლა“.