ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ ხარისხიან პროდუქციას. რატომ? 1) გადახდილი ფულით ხელფასს ვუხდით საქართველოს მოქალაქეს, 2) ვავითარებთ ადგილობრივ წარმოებას და 3) ვაძლიერებთ საქართველოს!
მთავარი > პროდუქცია > ალპური ზონის თაფლი „ფეფე“, დღე #13

ალპური ზონის თაფლი „ფეფე“, დღე #13

ეროვნული 30 დღიანი გამოწვევა – „მე ვყიდულობ ქართულს“ საქართველოში წარმოებული ხარისხიანი პროდუქციის პოპულარიზების მიზნით 1-30 ივნისის პერიოდში ტარდება და მასში ჩვენ, მომხმარებლები ვღებულობთ მონაწილეობას. ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ პროდუქციას და ჩვენი ამ ქმედების აფიშირებით მაგალითს ვაძლევთ ჩვენს ირგვლივ ადამიანებს, რომ გააკეთონ იგივე.

დღეს, გამოწვევის მე-13 დღეს მინდა წარმოგიდგინოთ თაფლი „ფეფე“. პროდუქტია ისეთი, ყოველი საქებარი სიტყვა ზედმეტი მოგეჩვენება. გეტყვით იმას, რომ შევიძინე გუდვილში და

რა უნდა იცოდეთ თავად ბრენდის და კომპანიის შესახებ?

“ფეფე”, ოჯახური ბიზნესი, რომელიც 1897 წლიდან იდგამს ფეხს და 21-ე საუკუნეში ბნ. გიორგი ტატიშვილის ხელში ბიზნესის სახეს იღებს, დღეს უკვე 15-მდე ადამიანს ასაქმებს და ქართულ და უცხოურ ბაზრებს ალპურ თაფლს, ფუტკრის რძეს, სანთელს, ყვავილის მტვერს, თაფლის არაყს და ფუტკრის ოჯახებს აწვდის. ბრენდი “ფეფე” დიდი ბებიის სახელს უკავშირდება, რომლისგანაც დაიწყო ყველაფერი.

ალპური ზონის თაფლი თუ ასეთი გემრიელი და განსაკუთრებული იქნებოდა მე თვითონ ამ რამოდენიმე თვის წინათ გავიგე. თქვენც გირჩევთ გასინჯოთ, თუ ალპურის გემო მართლა გაინტერესებთ.

საქართველოში როგორც ამბობენ 50,000-ზე მეტი მეფუტკრეა და ეს ნამდვილი სიმდიდრეა მე თუ მკითხავთ. მომწონს ის, რომ საქართველოში 99% მხოლოდ ქართული თაფლი იყიდება. არ მომწონს ის, რომ ამ ქვეყანაში მოსახლეობის 80%-ს არ აქვს ის შემოსავალი, რომ თაფლი ხშირად შეიძინოს. აკვირდებით? ყველაფერი დაიყვანება იმაზე, რომ მოსახლეობას უნდა ჰქონდეს შემოსავალი, ეს კი მხოლოდ მაშინ მოხდება, თუ ქართულს შევიძენთ, მხოლოდ ქართულს!