კამპა ბროწეული, კამპა ალუბალი, კამპა ტროპიკი, კამპა ფორთოხალი, კამპა ატამი. ეხლა კი კამპას 200 მილილიტრიანთან „პატარა“ 6 წევრიანი ოჯახის მეექვსე წევრის რიგი დადგა kar.ge-ზე – კამპა ვაშლი. ქვემოთ მოსაზრებები ეხება ყველას [ექვსივეს].
რა მომწონს:
- ბრენდი აშკარად მოწესრიგებულია. ყველა პარამეტრი ადგილზეა.
- შეფუთვის დიზაინი ნამდვილად ეფექტურია.
- მშვენიერი გემო აქვს. 100% წვენი ეს არ არის, 50%-იანი ნექტარია, მაგრამ არა უშავს.
- ფასი – 0.7 ლარი ნორმალური ფასია.
- მომწონს ის, რომ საწარმო საქართველოშია. ე.ი. ქართულ საქმეს აკეთებს.
- საერთაშორისო სერტიფიცირება აქვს და ეს ინფორმაცია შეფუთვაზეცა დატანილი.
რა არ მომწონს:
- ბრენდს პრაქტიკულად არ აქვს ვებსაიტი. Facebook გვერდი კი ღრმად მიძინებულ მდგომარეობაშია. ეს მიუღებელია! კომპანია უნდა ზრუნავდეს ინტერნეტ ფანჯარაზე.
- მიმდინარე სარეკლამო კამპანია არ აქვს არსად. როდის ვნახე ბოლოს კამპას რეკლამა აღარც კი მახსოვს.
ვიყიდი თუ არა კიდევ?
რა თქმა უნდა!
იყიდეთ, გასინჯეთ და გამიზიარეთ თქვენი აზრი 🙂