ორი ქვეყნის დაახლოებას არაფერი უწყობს ხელს ისე, როგორც ასეთი ტიპის ფესტივალები – კულტურის გაცვლა და დაახლოება. იქ კი ბევრი რამ ხდება … დამეგობრება, თანამშრომლობა და ყველაფერი კარგი! დოკდუს კინოფესტივალი „ულამაზესი კორეა 2016“-ის ფარგლებში 2016 წლის 23-25 დეკემბრის ჩათვლით მიმდინარეობდა. ორგანიზატორი – კორეის ასოციაცია საქართველოში.
“Georgian Products Aiming at the Korean Market” – იყო ჩემი გამოსვლის თემა 2016 წლის 25 დეკემბერს, აგრარულ უნივერსიტეტში. ეს იყო საშუალება იმისა, რომ ფართო აუდიტორიაში შეკრებილი საზოგადოებისათვის გაგვეზიარებინა ჩვენი მოსაზრებები კორეის რესპუბლიკაში ქართული ნაწარმის ექსპორტის პოტენციალის თაობაზე. ჩვენც პირველ ნაბიჯებს ვდგამთ ამ საქმეში, რომელიც 2016 წლის ოქტომბრის ბოლოს კორეაში IFFE 2016-ში მონაწილეობით დაიწყო.
ფესტივალის ფარგლებში სტუდენტებისათვის რამოდენიმე გათამაშება ჩატარდა. ჯილდოებად გაიცა 3 დიდი სმარტ ტელევიზორი, 1 მიკროტალღური ღუმელი, 2 მტვერსასრუტი, 2 უთო, 55 ელექტრო გრილი. 2 სტუდენტი დაჯილდოვდა კორეაში კულტურულ ბანაკში 1 თვიანი საგზურით. ყველაფერი ეს საქართველოში კორეის ასოციაციის დამსახურებით მოხდა.
აუცილებლად ნახეთ ვიდეო, რომელიც მოკლედ ფესტივალის ყველა მნიშვნელოვან ეტაპს აჯამებს. სურათები კი ნათელ წარმოდგენას შეგიქმნიან იქ არსებული განსხვავებული გარემოს შესახებ.